კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-20 ტური დაიწყო. ლიდერმა იბერია 1999-მა ტორპედოსთან 0:0 ითამაშა, ხოლო თელავისა და კოლხეთი 1913-ის დაპირისპირება 1:1 დასრულდა. გუნდებმა პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპულ ქართველ გმირებს.
მოქმედმა ჩემპიონმა და ლიდერმა წინა ტურში თელაველებთან წააგო, ამჯერად კი ტორპედოსთან უგოლო ფრე ითამაშა. მომენტები ვნახეთ, რამდენჯერმე ფილიპ კლიაიჩმა გადაარჩინა ქუთაისელები: თორნიკე ახვლედიანს, იური ტაბატაძეს, ნიკოლოზ დადიანსა და ლუკა სილაგაძეს აუღო რთული ბურთები. ბოლოს კი ტორპედოს ჰქონდა შანსი, ცოტნე ნადარაიამ ხელსაყრელი პოზიციიდან კარს ააცილა.
ერთიც: გორის დილა თუ ამ ტურში გაიმარჯვებს, იბერია 1999-თან ჩამორჩენას ერთ ქულამდე შეამცირებს.
ბოლო და ბოლოსწინა ადგილოსნების შეხვედრა ფრედ დასრულდა. ასე რომ, სხვაობა იგივეა, თელაველები ორი ქულით უსწრებენ ფოთელებს.
კოლხეთი 1913 პირველ ტაიმში დაწინაურდა ნიკოლოზ ქუთათელაძის ლამაზი გოლით. 24 წლის შემტევმა შორიდან გაიტანა. ეს ქუთათელაძის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
მასპინძლებმა 76-ე წუთზე გაათანაბრეს, კერძოდ, გუნდის კაპიტანმა დაჩი ცნობილაძემ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს მიაყოლა თავური - 1:1.
იბერია 1999
დილა
ტორპედო
დინამო თბ
გაგრა
დინამო ბთ
სამგურალი
გარეჯი
თელავი
კოლხეთი 1913
რუსთავი
სპაერი
მეშახტე
სამტრედია
მერანი მრ
იბერია 1999-2
სიონი
ლოკომოტივი
გონიო
დინამო-2 თბ