კალენდარი

შაბათი, 2 აგვისტო

კვირა, 3 აგვისტო

ორშაბათი, 4 აგვისტო

შაბათი, 9 აგვისტო

კვირა, 10 აგვისტო

ორშაბათი, 11 აგვისტო

ახალი ამბები

ქართული გუნდები ევროტურნირებს დაემშვიდობნენ

ოთხი ქართული გუნდი იყო კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, თუმცა ოთხივე გავარდა. 

პირველი მატჩები, როგორც იცით, ოთხივეს სტუმრად ჰქონდა. აქედან მხოლოდ სპაერს ჰქონდა წაგებული ორი ბურთის სხვაობით, დანარჩენები კი მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ და ფურცელზე შანსი არსებობდა. თუმცა საშინაო თამაშები წარუმატებელი გამოდგა...

იბერია 1999 - ლევადია (ესტონეთი) 2:2 (პირველი მატჩი 0:1)

გოლები: 1:0 გოშთელიანი (40), 1:1 ტორესი (48), 2:1 აგიაკვა (87), 2:2 კირსი (108)

იბერია 1999: მაკარიძე, გ. ტაბატაძე (ამისულაშვილი 101), ჯგერენაია, აგიაკვა, ზოური (ქვარცხავა 73), დადიანი (კლასი 62), ქარდავა (ვრბანეცი 90+6),  ი. ტაბატაძე, გოშთელიანი (სიხარულიძე 73), სილაგაძე, ძაგანია (რუშევიჩი 62)

საქართველოს ჩემპიონმა ესტონეთის ჩემპიონთან ძირითად დროში მოიგო და დამატებითში გადაიყვანა საქმე. გურამ გოშთელიანმა და დერეკ აგიაკვამაც თავურებით გაიტანეს. კიდევ იყო მომენტები, თუმცა დამატებით დროში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა და სამწუხაროდ, ისიც იბერიელთა კარში...

სპაერი - აუსტრია (ავსტრია) 0:5 (პირველი მატჩი 0:2)

გოლები: 0:1 პლავოტიჩი (40), 0:2 ფიტცი (43), 0:3 მალონი (45 პენ), 0:4 მალონი (55), 0:5 ეგეშტაინი (72) 

სპაერი: ფუტკარაძე, ჩაგუნავა, ბუნტური, კენჭაძე (გრიგალაშვილი 77), სამხარაძე, მაისურაძე, წურწუმია (ჩოთალიშვილი 46), გეგიაძე (ლ. კობახიძე 77), ფონიავა (მატენჯვა 46), ბარაბაძე, გ.ცეცხლაძე (გ. ცეცხლაძე 68)

საქართველოს თასის მფლობელი სპაერი ვენის აუსტრიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა. პირველი ტაიმის ბოლო ხუთწუთიან მონაკვეთში თბილისელებმა სამი გოლი გაუშვეს. აუსტრია, როგორც იცით, ტრადიციული და ისტორიული კლუბია, სპაერი კი რვა წლის წინ დაარსდა. სხვაობა აშკარა იყო... 

ტორპედო - ომონია (კვიპროსი) 0:4 (პირველი მატჩი 0:1)

გოლები: 0:1 იოვეტიჩი (30), 0:2 სემედუ (47), 0:3 იოვეტიჩი (63), 0:4 სემედუ (78)

ტორპედო: გოშაძე, ვარლეი (ბასილაძე 85), ჟორჟინიო (ნადარაია 75), მანე, შიმიჩი, ბიძინაშვილი (შერიფი 75), მამუჩაშვილი, ითრაქი (ანდრიჩი 59), პირესი, ღუდუშაური (კოხრეიძე 59), იონსენი

ქუთაისელები კვიპროსის ომონიასთან ვერაფერს გახდნენ. ოთხბურთიანი სხვაობა - საწყენია. ტორპედომ ყაზახური ორდაბასი კი გამოთიშა, მაგრამ ომონიასთან ფაქტობრივად უშანსოდ დამარცხდა. 

დილა - რიგა (ლატვია) 3:3 (პირველი მატჩი 1:2)

გოლები: 1:0 არაუჟო (15), 1:1 რამირესი (45+7 პენ), 2:1 ბასინგა (50), 2:2 მუსა (64), 3:2 ანოფი (81), 3:3 ჩერნომორდისი (90+6)

დილა: კერესელიძე, ჩაბრაძე (კიკაბიძე 26), ეტოუ, არაუჟო, რუხაძე (ილორი 90+4), კონტე, ანდრონიკაშვილი, ფარულავა, ედუძი, ბასინგა, შეყილაძე (ანოფი 72)

გორელები სამჯერ იგებდნენ, მაგრამ ლატვიურმა რიგამ სამივეჯერ გაათანაბრა. დილადან ბრაზილიელმა არაუჟომ გაიტანა თავით, კონგოელმა ბასინგამ კარგი კომბინაცია დაასრულა გოლით და განელმა ანოფმაც მშვენივრად ითამაშა, თუმცა სამი გოლიც არ აღმოჩნდა საკმარისი... შეგახსენებთ, დილამ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგის რასინგი გამოთიშა.