კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხი ქართული კლუბია. მართალია, პირველ შეხვედრაში სტუმრად ოთხივე დამარცხდა, მაგრამ აქედან სამნი - მინიმალური სხვაობით. შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი მეტ-ნაკლებად ყველას აქვს.
ომონია - ტორპედო 1:0
გოლი: იოვეტიჩი (20)
ტორპედო: გოშაძე, ნამე, სიმიჩი, ვარლეი, ნადარაია (ჟორჟინიო 72), ბიძინაშვილი (კოხრეიძე 90+3), ითრაქი, მამუჩაშვილი, პირესი, ღუდუშაური (ბასილაძე 72), იონსენი (ანდრიჩი 87)
ქუთაისელები კვიპროსზე დამარცხდნენ. გოლი ცნობილმა მონტენეგროელმა ფორვარდმა სტეფან იოვეტიჩმა გაიტანა. ეს ტორპედოს პირველი წაგებაა მიმდინარე ევროტუტნირებზე. შინ შეეცდებიან ომონიას დამარცხებას..
რიგა - დილა 2:1
გოლები: 1:0 რამირესი (45+5), 2:0 სიკეირა (66), 2:1 ბასინგა (86)
დილა: კერესელიძე, ჩაბრაძე, ეტოუ, არაუჟო, რუხაძე (ტიბუე 85), ანდრონიკაშვილი (უატარა 70), კონტე, დრამე (ედუძი 46), ფარულავა (ანოფი 80), შეყილაძე (ბუღრიძე 70), ბასინგა.
დილასაც რთული მატჩი ჰქონდა ლატვიაში. გორელები ორი ბურთის სხვაობით აგებდნენ, მაგრამ ბოლო წუთებზე კონგოელმა თავდამსხმელმა დეო ბასინგამ ახლო მანძილიდან მაინც მოახერხა გატანა: მნიშვნელოვანი გოლი იყო და იმედია, დილა გორში გაახარებს გულშემატკივარს.
ლევადია - იბერია 1999 1:0
გოლი: აგირი (80)
იბერია 1999: მაკარიძე, ზოური, აგიაკვა, ჯგერენაია, ქობულაძე, ქარდავა, დადიანი (ვრბანეცი 83), კლასი (გოშთელიანი 70), ი.ტაბატაძე (სიხარულიძე 83), ძაგანია (რუშევიჩი 83), სილაგაძე (ახვლედიანი 83)
საქართველოს ჩემპიონმა სტუმრად წააგო ესტონეთის ჩემპიონთან. თბილისელებს არაერთი საგოლე შანსი ჰქონდათ და სამწუხარია, რომ ვერცერთი ვერ გამოიყენეს. გოლი კი ბოლოს გაუშვეს განელი ერნესტ აგირისგან. იმედია, იბერია 1999 ნავსს გატეხავს და წლეულს ევროტურნირებზე პირველ მატჩს მოიგებს. და იმედია, ეს იქნება შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გამარჯვება.
აუსტრია - სპაერი 2:0
გოლები: 1:0 ფიშერი (8), 2:0 ფიტცი (90+1, პენ)
სპაერი: ფუტკარაძე, ჩაგუნავა, კენჭაძე, ბუნტური, სამხარაძე, მაისურაძე, ბარაბაძე (ჩოთალიშვილი 90+5), ფონიავა (გ. ცეცხლაძე 83), წურწუმია (მატენჯვა 78), გეგიაძე (კობახიძე 90+5), ცეცხლაძე (ბასილაშვილი 78)
თბილისის სპაერისთვის ისტორიული დღე იყო. კლუბმა პირველად ითამაშა ევროტურნირებზე. სპაერი რვა წლის წინ დაარსდა და შარშან საქართველოს თასიც მოიგო. გუნდი ამჟამად ეროვნულ ლიგა 2-ში ლიდერობს... რთული მეტოქე ჰყავდა სპაერს: ავსტრიის მესამეადგილოსანი, ცნობილი, ტრადიციული ვენის აუსტრია. თბილისელები ორი ბურთის სხვაობით დამარცხდნენ.
საპასუხო მატჩები:
29 ივლისი. 20:00. თბილისი. მიხეილ მესხი.იბერია 1999 - ლევადია
31 ივლისი. 20:00. თბილისი. მიხეილ მესხი-2. სპაერი - აუსტრია
31 ივლისი. 21:00. ქუთაისი. რამაზ შენგელია. ტორპედო - ომონია
31 ივლისი. 20:00. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. დილა - რიგა