ქუთაისის ტორპედომ წყალტუბოში 1:0 მოუგო სამგურალს. ქუთაისელებისთვის ეს ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაა, სამგურალი კი პირიქით, ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა.
ერთადერთი გოლი მე-17 წუთზე გაიტანა ბიორნ იონსენმა. ნორვეგიელმა ფორვარდმა მოჰამედ შერიფის გრძელი პასის შემდეგ ბევრი ირბინა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და მაღალ კუთხეში ზუსტად დაარტყა.
მომენტები ორივე გუნდს საკმაოდ ჰქონდა. მეკარეები და მცველები თამაშობდნენ კარგად, საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა. ტორპედო ჯერ ისევ მეხუთე ადგილზეა, თუმცა იგივე მეორეადგილოსანს ქულებით დიდად აღარ ჩამორჩებიან. სამგურალი მეშვიდეზე რჩება, თუმცა კონკურენტებს ამ ტურში სათამაშო აქვთ.
იონსენზეც. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გასული წლის საუკეთესო ბომბარდირს წლეულს 5 გოლი აქვს გატანილი. აქედან 3 გოლი ბოლო ოთხ მატჩში მიითვალა.
დინამო ბთ
იბერია 1999
დინამო თბ
რუსთავი
დილა
სამგურალი
ტორპედო
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
ოდიში 1919
სიონი
კოლხეთი 1913
გორი