კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეექვსე ტურის ოთხი მატჩი გაიმართა. აქედან ორი ფრედ დასრულდა, ორიც - ოთხბურთიანი სხვაობით. თბილისურმა გუნდებმა მოიგეს, დინამომ და იბერია 1999-მა.
დინამოელებმა დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს. მე-19 წუთზე ნიკა ნინუამ საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით გახსნა ანგარიში, რამდენიმე წუთში კი ნინუამ ჩააწოდა და ლეო ასუნსეომ თავურით გაზარდა სხვაობა.
დინამო თბილისმა მეორე ტაიმშიც ორი გოლი გაიტანა. შეცვლაზე შესულებმა, ვახტანგ სალიამ და თეიმურაზ ოდიკაძემ სეზონში თავიანთი სადებიუტო გოლები მიითვალეს. სალიას შარშანაც გაჰქონდა, აი, ოდიკაძისთვის კი ეს საერთოდ პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. თანაც ლამაზი გოლი, საჯარიმოში მოატყუა მცველი და ახლო კუთხეში ზუსტად დაარტყა. - 0:4.
ფრე გორში. დინამო ბათუმი იგებდა ჯალენ ბლესას გოლით. ბლესამ უერდი მარას პასის შემდეგ შორეულ კუთხეში დაბალი დარტყმით გაიტანა. ბლესამ წინა შეხვედრაში, დინამო თბილისთანაც მოახერხა გატანა და ბათუმელებმა მაშინ 1:0 იმარჯვეს.
ამჯერად კი ეს მომგებიანი გოლი ვერ გამოდგა. 79-ე წუთზე დილამ გათანაბრა, კერძოდ, ირაკლი ბუღრიძემ ჩააწოდა კუთხური და ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა თავურით 1:1 გახადა ანგარიში.
ბათუმელებს 12 ქულა აქვთ (3 მოგება და 3 ფრე), წაუგებლად მიდიან წინ. დილას ერთი ქულით ნაკლები აქვს.
იმერული დერბი ფრედ დასრულდა. ქუთაისის ტორპედომ ზედიზედ ოთხი მარცხის მერე პირველი ქულა აიღო და ჯერჯერობით მხოლოდ 4 ქულა აქვს. სამგურალი კი ცხრილის შუაშია 8 ქულით.
წყალტუბოელები იგებდნენ ჟან კარლოსის შორიდან გატანილით, მეორე ტაიმის დასაწყიში კი ფელიპე პირესმა გაათანაბრა - საჯარიმოში ბოლომდე იბრძოლა, მეკარე ნოდარ ყალიჩავას გასცდა და 1:1.
ანუ, ბრაზილიური გოლები ვნახეთ.
მოქმედი ჩემპიონის მორიგი გამარჯვება. იბერია 1999 ახლაც პირველ ადგილზეა. თბილისელებმა 4:0 მოუგეს ფოთის კოლხეთი 1913-ს.
პირველი გოლი გიზო მამაგეიშვილმა გაიტანა: ივა გელაშვილის პასის მერე ცენტრში თავით გაიგდო ბურთი წინ, სისწრაფეში ჩამოიტოვა მცველები და მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი. მშვენიერი გოლი იყო.
54-ე წუთზე მამაგეიშვილმა პენალტი მოიპოვა და იური ტაბატაძემ შეასრულა - 2:0.
მეორე ტაიმის შუაში მცველმა ივა გელაშვილმა თავურით გაიტანა. სხვათა შორის, საგოლე პასიც თავურით იყო იური ტაბატაძისგან.
ბოლო ბურთი კი სურინამელმა დორასო კლასმა მიითვალა. ეს მისი სადებიუტო გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში: შორიდან ძლიერი დარტყმით - 4:0.
 იბერია 1999
                                    იბერია 1999
                                 დილა
                                    დილა
                                 ტორპედო
                                    ტორპედო
                                 დინამო თბ
                                    დინამო თბ
                                 სამგურალი
                                    სამგურალი
                                 დინამო ბთ
                                    დინამო ბთ
                                 გაგრა
                                    გაგრა
                                 გარეჯი
                                    გარეჯი
                                 თელავი
                                    თელავი
                                 კოლხეთი 1913
                                    კოლხეთი 1913
                                 რუსთავი
                                    რუსთავი
                                 სპაერი
                                    სპაერი
                                 მეშახტე
                                    მეშახტე
                                 მერანი მრ
                                    მერანი მრ
                                 სამტრედია
                                    სამტრედია
                                 ლოკომოტივი
                                    ლოკომოტივი
                                 იბერია 1999-2
                                    იბერია 1999-2
                                 სიონი
                                    სიონი
                                 გონიო
                                    გონიო
                                 დინამო-2 თბ
                                    დინამო-2 თბ
                                 
  
             
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
