კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სამი მატჩი გაიმართა. ეს პირველ ტურში გასამართი შეხვედრები, რომლებიც დიდთოვლობის გამო გადაიდო. სამივე თამაშში მინიმალური სხვაობა დაფიქსირდა. გორის დილამ, ფოთის კოლხეთი 1913-მა და დინამო ბათუმმა გაიმარჯვეს...
დინამოების დაპირისპირება ბათუმელებმა მოიგეს. ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის შუაში გავიდა, როცა ლუკა წულუკიძის კარგი პასის შემდეგ ჯალენ ბლესა მეკარესთან პირისპირ დარჩა და დაბალ კუთხეში გაიტანა.
ბევრი მომენტი შეიქმნა. მაგალითად, მეორე ტაიმში ბლესას დუბლის შესრულებამდე თითქოს აღარაფერი აკლდა, ცარიელ კარში ახლოდან დაარტყა და თბილისელთა მცველმა გიორგი გვასალიამ ნახტომში ფეხით საოცრად მოიგერია ბურთი.
83-ე წუთზე ბათუმელები ათი კაცით დარჩნენ, რადგან მოჰამედ ფოფანამ მეორე გაფრთხილება მიიღო. თანაც ეს სამწუთიან მონაკვეთში. მერე ბათუმელებს კიდევ გამოაკლდათ ფეხბურთელი, კერძოდ, მუტირ ჩაიამ ტრავმა მიიღო და რადგან შეცვლის უფლება აღარ ჰქონდათ, გუნდმა ცხრა კაცით დაასრულა მატჩი...
კიდევ: ბლესა შარშან ზაფხულს შეუერთდა დინამო ბათუმს და ეს მისი მესამე გოლია, აქედან ორი კი დინამო თბილისს გაუტანა.
ორივე დინამოს ამ შეხვედრამდე 8-8 ქულა ჰქონდა, ახლა კი ბათუმელებს 11 გაუხდათ.
ფოთელებმა ბოლოს გაიტანეს. 89-ე წუთზე კარგ კომბინაციას მოჰყვა დავით ფაღავას დაბალი პასი და გიორგი აბუაშვილის გოლი - 0:1.
კოლხეთი 1913-ს სეზონის განვლილ ოთხ მატჩში გოლი არ ჰქონდა გატანილი, ასე რომ, ნავსი გატეხეს. გაიტანეს და მოიგეს კიდეც. სამგურალი კი ცხრილის შუაში, მეხუთე ადგილზეა.
...მატჩის წინ გუნდებმა პატივი მიაგეს სამგურალის ყოფილი ფეხბურთელის, 23 წლის ლეანდრო ლიმას ხსოვნას. ლიმა ტრაგიკულად დაიღუპა. წყალტუბოელთა ფეხბურთელებს შიდა მაისურზე ლიმას ფოტოები ჰქონდათ დართული.
დილამ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და მესამე ადგილზეა.
პირველ ტაიმში ლამაზი გოლი ვნახეთ: აბუბაქარ კონტემ გარღვევა საჯარიმოს მისდაგომებიდან ძლიერი და ზუსტი დარტყმით დაასრულა - 1:0.
მეორე ნახევარში შოთა შეყილაძემ ახლოდან გადაგზავნა ბურთი კარში და ბოლო ორ ტურში მეოთხე გოლი მიითვალა.
მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი გარეჯმა შეამცირა სხვაობა, კერძოდ, თორნიკე ძებნიაურმა მინდორზე დაუშვებლად ძლიერი დარტყმით გაიტანა - 2:1.
 იბერია 1999
                                    იბერია 1999
                                 დილა
                                    დილა
                                 ტორპედო
                                    ტორპედო
                                 დინამო თბ
                                    დინამო თბ
                                 სამგურალი
                                    სამგურალი
                                 დინამო ბთ
                                    დინამო ბთ
                                 გაგრა
                                    გაგრა
                                 გარეჯი
                                    გარეჯი
                                 თელავი
                                    თელავი
                                 კოლხეთი 1913
                                    კოლხეთი 1913
                                 რუსთავი
                                    რუსთავი
                                 სპაერი
                                    სპაერი
                                 მეშახტე
                                    მეშახტე
                                 მერანი მრ
                                    მერანი მრ
                                 სამტრედია
                                    სამტრედია
                                 ლოკომოტივი
                                    ლოკომოტივი
                                 იბერია 1999-2
                                    იბერია 1999-2
                                 სიონი
                                    სიონი
                                 გონიო
                                    გონიო
                                 დინამო-2 თბ
                                    დინამო-2 თბ
                                 
  
             
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
