დასრულდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე ტური. წყალტუბოს სამგურალმა საგარეჯოს გარეჯს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
თავიდან გარეჯი დაწინაურდა. მე-2 წუთზე, კერძოდ 71-ე წამზე კამერუნელმა ფრანსუა ეკონგოლომ დაარტყა და ბურთი რიკოშეტით შევარდა სამგურალის კარში. ჯერჯერობით ყველაზე სწრაფი გოლია კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ამ სეზონში.
თან ეკონგოლო ისტორიაში ჩაეწერება, როგორც გარეჯის პირველი გოლის გამტანი ქვეყნის მთავარ ლიგაში.
თუმცა სამგურალმა პირველივე ტაიმში მოახერხა სამი გოლის გატანა. დემურ ჩიხლაძემ და ლაშა შერგელაშვილმა სტანდარტულები გამოიყენეს: საჯარიმო დარტყმებიდან მიითვალეს გოლები. მერე კი ლუკა ხორხელის მშვენიერ მოქმედებას მოჰყვა გიორგი ფანცულაიას ზუსტი დარტყმა - 3:1.
მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. სამგურალმა სამი ქულა აიღო.
სპაერი
დინამო თბ
მეშახტე
სამგურალი
რუსთავი
იბერია 1999
გაგრა
დინამო ბთ
დილა
ტორპედო
ოდიში 1919
გარეჯი
შტურმი
არაგვი
მერანი მრ
თელავი
სიონი
გორი
სამტრედია
კოლხეთი 1913