კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეორე ტურის დარჩენილი სამი მატჩი გაიმართა. ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა. მესამეც ფრისკენ მიდიოდა, მაგრამ დინამო თბილისმა ბოლოს გაიტანა გადამწყვეტი გოლი და 2:1 მოუგო წყალტუბოს სამგურალს.
მომენტები საკმაოდ იყო, მაგრამ გოლი არ გასულა. ისე, დილამ გაცილებით მეტი ხიფათი შექმნა, ვნახეთ პირისპირ გასვლებიც, თუმცა ტაბლოზე ანგარიში არ შეცვლილა.
შარშანდელ სეზონში დილამ სამჯერ მოუგო გაგრას და ერთხელ ფრედ ითამაშა (5:0, 2:0, 1:0, 0:0). ამჯერად 0:0.
ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილმა დინამო თბილისმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონი მოგებით დაიწყო. მე-10 წუთზე ნოდარ ლომინაძემ სამგურალის საჯარიმოში შექმნილი არეულობისას მოასწრო კარში დარტყმა და ანგარიში გახსნა.
რამდენიმე წუთში დინამოელთა მეკარე მიხეილ მაქაცარიამ წააქცია ლუკა ხორხელი და პენალტი დაინიშნა. დავით მუჯირის დარტყმული ბურთი მაქაცარიამ მოიგერია...
მეორე ნახევარში კიდევ ერთი პენალტი ვნახეთ დინამოს კარში. ისევ ხორხელმა მოიპოვა, ამჯერად ლუკამ თავადვე დაარტყა და გაიტანა - 1:1. ისე, თერთმეტმეტრიანი არბიტრმა ირაკლი შენგელიამ VAR-ზე გადამოწმების მერე დანიშნა პენალტი.
დინამო თბილისმა მაინც გაიმარჯვა, თან ლამაზი გოლით. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ნიკა ნინუამ შორიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა - 2:1.
საგარეჯოს გარეჯისთვის ისტორიული დღეა: კლუბმა არსებობის ისტორიაში პირველად ითამაშა საქართველოს მთავარ ლიგაში. მიხეილ მესხი 2-ის სტადიონზე გარეჯმა ბათუმის დინამოს ვერ გაუტანა, მაგრამ არც გაუშვა - 0:0.
არადა, საგოლე შანსები ორივე გუნდს ჰქონდა.
იბერია 1999
დილა
ტორპედო
დინამო თბ
გაგრა
დინამო ბთ
სამგურალი
რუსთავი
სპაერი
მეშახტე
თელავი
გარეჯი
კოლხეთი 1913
მერანი მრ
სიონი
სამტრედია
შტურმი
გორი
ოდიში 1919
არაგვი