კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი ტურის მეორე შეხვედრა გაიმართა. ქუთაისის ტორპედომ გაგრას 2:1 მოუგო.
დაძაბული თამაში გამოდგა. პირველ ტაიმში ერთი გოლი ვნახეთ, კერძოდ, ტორპედოელთა ნახევარმცველმა ცოტნე ფაცაციამ შორიდან გამოზომილი დარტყმით გაუტანა რამან სციაპანაუს. მანამდე სციაპანაუმ ურთულესი ბურთები მოიგერია.
მეორე ტაიმი გაგრას შეტევებით დაიწყო და კარგ კომბინაციას მოჰყვა გიორგი პაპუაშვილის შესრულება. 1:1.
75-ე წუთზე ტორპედო მეორედ დაწინაურდა. ისევ კარგი კომბინაცია ვნახეთ, გიორგი კოხრეიძემ ჩააწოდა და ფელიპე პირესმა ახლოდან გადაგზავნა ბურთი კარში - 1:2.
ტორპედოს გერმანელ სპეციალისტ დირკ შუსტერს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში წარმატებული დებიუტი გამოუვიდა.
დინამო ბთ
იბერია 1999
დინამო თბ
რუსთავი
დილა
სამგურალი
ტორპედო
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
ოდიში 1919
სიონი
გორი
კოლხეთი 1913