კრისტალბეთ ეროვნული ლიგა დაიწყო. სეზონის გახსნის მატჩში მოქმედმა ჩემპიონმა, იბერია 1999-მა თელავს 2:0 მოუგო
მიხეილ მესხზე ჩემპიონმა გამარჯვებით დაიწყო. სეზონის პირველი გოლი გიზო მამაგეიშვილმა გაიტანა, რომელმაც სურინამელი დორასო კლასის პასი გამოიყენა, წინ გამოსული მეკარე მოატყუა და ცარიელ კარში ზუსტად დაარტყა.
მეორე ბურთი კი 19 წლის გიორგი ტაბატაძემ მიითვალა ისევ დორასო კლასის გადაცემით. ეს გიორგი ტაბატაძის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. გიორგი პირველივე ტაიმში, დაშავებული გიორგი ქობულაძის ნაცვლად შეცვლაზე შევიდა.
აღსანიშნავია, რომ თელავი მე-20 წუთიდან მოყოლებული 10 კაცით თამაშობდა. მცველი ფირუზ გაბიტაშვილი გააძევეს სწორედ ქობულაძესთან უხეშობის გამო...
დინამო ბთ
დინამო თბ
იბერია 1999
რუსთავი
დილა
სამგურალი
ტორპედო
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
ოდიში 1919
სიონი
გორი
კოლხეთი 1913