23 წლის მარჯვენა მცველმა ცოტნე კაპანაძემ სლოვაკეთის ერთ-ერთ წამყვან გუნდთან, დუნაისკა სტრედასთან გააფორმა კონტრაქტი.
ხელშეკრულება 2026 წლის 30 ივნისამდეა.
ცოტნე კაპანაძე შარშან თბილისის იბერია 1999-ში საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონი გახდა. ამ კლუბის აკადემიის აღზრდილია, ერთი პერიოდი კი რუსთავში, თბილისის ლოკომოტივსა და თელავშიც თამაშობდა.
კაპანაძეს ნათამაშები აქვს საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში.
რაც შეეხება დუნაისკა სტრედას, ამ გუნდს 2023-2024 წლებში ჩისკო მუნიოსი წვრთნიდა: თბილისის დინამოს ყოფილი შემტევი და შემდეგ მთავარი მწვრთნელი. დუნაისკა სტრედა ამჟამად სლოვაკეთში მეოთხე ადგილზეა, ისე კი რეგულარულად გადის ევროტურნირებზე. ბოლო ორი სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა.
დუნაისკა სტრედამ 2016 წელს თბილისის დინამო გამოთიშა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან (1:1, 2:1). აი, შარშანწინ კი კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციოზე გორის დილამ აჯობა დუნაისკა სტრედას - 1:2, 2:0.
იბერია 1999
დილა
ტორპედო
დინამო თბ
გაგრა
დინამო ბთ
სამგურალი
რუსთავი
სპაერი
მეშახტე
თელავი
გარეჯი
კოლხეთი 1913
მერანი მრ
სიონი
სამტრედია
შტურმი
გორი
ოდიში 1919
არაგვი