კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა. ერთი მატჩი გაიმართა: კონკურენტთა ბრძოლაში გაგრამ თელავს მოუგო.
გაგრამ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მესამედ მოუგო თელავს.
მე-6 წუთზე გიორგი ხარებაშვილმა გაიტანა. მან გიორგი ლომთაძის პასი გამოიყენა: ბურთი კარგად მიიღ და ზუსტადაც დაარტყა. ეს ხარებაშვილის მეათე გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა თელავი ათი კაცით დარჩა, კერძოდ, ლადო ოდიშვილი გააძევეს ბოლო იმედის ჯარიმისთვის.
გაგრამ რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა და ბოლოს გიორგი პაპუაშვილმა ძლიერი დარტყმით 2:0 გახადა ანგარიში. ეს პაპუაშვილის მეხუთე გოლია სეზონში და სხვათა შორის, წინა წრეში გაგრელებმა სწორედ მისი ერთადერთი გოლით აჯობეს თელაველებს.
გაგრა მეშვიდე ადგილზეა, თელავი - მეცხრეზე. მათ შორის სხვაობა 5 ქულაა.
იბერია 1999
ტორპედო
რუსთავი
დინამო თბ
დილა
დინამო ბთ
სპაერი
სამგურალი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
თელავი
არაგვი
სიონი
სამტრედია
კოლხეთი 1913
ოდიში 1919
გორი