კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 29-ე ტური დასრულდა. ცხრილის ზედა სამეულში ადგილები შეიცვალა. იბერია 1999-მა ტორპედოს სამბურთიანი სხვაობით მოუგო, ხოლო დილამ სამგურალს მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაუტანა გადამწყვეტი გოლი...
თბილისელები 38-ე წუთისთვის უკვე 3:0-ს იგებდნენ და მატჩი ასეც დასრულდა. ახლა იბერია 1999 და დილა ერთი ქულით უსწრებენ მესამეზე მყოფ ტორპედოს, რომელმაც ზედიზედ მეორედ წააგო...
თამაში ახალი დაწყებული იყო, როცა გიორგი კოხრეიძემ საჯარიმო შეასრულა, ქუთაისელთა მეკარე ფილიპ კლიაიჩს ბურთი ხელიდან გაუვარდა და ახლოდან შეიკნე სილამ დაამატა. ეს მალელი ფორვარდის მე-11 გოლია მიმდინარე სეზონში...
35-ე წუთზე იური ტაბატაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან გამოზომილი დაბალი დარტყმით ორამდე გაზარდა სხვაობა, ხოლო მალევე სილას დაფარულ პასს მოჰყვა ოთარ მამაგეიშვილის ტექნიკურად შესრულება. ოთარმა თავზე გადაუგდო ბურთი კლიაიჩს და 3:0.
მეორე ნახევარში ტორპედოელმა ცოტნე ფაცაციამ შორიდან ჩახვეული დაარტყა და ბურთი კარში გავიდა, თუმცა მსაჯმა ალეკო აფციაურმა VAR-ზე გადამოწმების მერე გააუქმა. სანამ ბურთი კარში გავიდოდა, ტორპედოს შემტევმა მომო იანსანემ იუხეშა და ამიტომ.
გორის დილამ მძიმე მატჩი მოიგო. მივყვეთ: წყალტუბოს სამგურალთან სწრაფი გოლით დაწინაურდნენ, კერძოდ, შოთა შეყილაძის თავურით. ეს შეყილაძის მეცხრე გოლია მიმდინარე კრისტაბეთ ეროვნულ ლიგაში.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა ნიკა კალანდარიშვილმა საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა.
უკვე მსაჯის დამატებიული წუთები იყო, როცა გორელთა მწვავე შეტევას მოჰყვა ირაკლი ბუღრიძის გოლი. ბუღრიძე რამდენიმე წუთის შესული იყო მინდორზე... 2:1.
სამგურალმა ზედიზედ მეოთხედ წააგო და მეექვსე ადგილზეა. მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი ჰქონდა იტალიელ როდოლფო ვანოლის.
 იბერია 1999
                                    იბერია 1999
                                 დილა
                                    დილა
                                 ტორპედო
                                    ტორპედო
                                 დინამო თბ
                                    დინამო თბ
                                 სამგურალი
                                    სამგურალი
                                 დინამო ბთ
                                    დინამო ბთ
                                 გაგრა
                                    გაგრა
                                 გარეჯი
                                    გარეჯი
                                 თელავი
                                    თელავი
                                 კოლხეთი 1913
                                    კოლხეთი 1913
                                 რუსთავი
                                    რუსთავი
                                 სპაერი
                                    სპაერი
                                 მეშახტე
                                    მეშახტე
                                 მერანი მრ
                                    მერანი მრ
                                 სამტრედია
                                    სამტრედია
                                 ლოკომოტივი
                                    ლოკომოტივი
                                 იბერია 1999-2
                                    იბერია 1999-2
                                 სიონი
                                    სიონი
                                 გონიო
                                    გონიო
                                 დინამო-2 თბ
                                    დინამო-2 თბ
                                 
  
             
 
 
 
 
 
 
