კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 25-ე ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. ბათუმის დინამომ თბილისის დინამოს უმასპინძლა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.
მოქმედმა ჩემპიონებმა ბოლო 9 მატჩიდან ვერცერთი ვერ მოიგეს. დინამო თბილისს კი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო 5 შეხვედრაში არ გაუმარჯვია...
28-ე წუთზე ბათუმელები დაწინაურდნენ, ონორე გომისის ჩაწოდებულს მოჰყვა ანგოლელი მარიო ბალბურდიას თავური და 1:0. ეს ბალბურდიას პირველი გოლია საქართველოში.
ბათუმელები დიდხანს იგებდნენ, მაგრამ მე-80 წუთზე სოლომონ კვერკველიამ ასევე თავურით გაათანარა. საგოლე პასი კი საბა ხარებაშვილისა იყო. ეს კვერკველიას პირველი გატანილი ბურთია ქართული კლუბის მაისურით...
ისე, როგორ ჰგავდა გოლები ერთმანეთს. ორივემ თავურით, ერთი და იგივე მანძილიდან, ერთი და იგივე კუთხეში. ორივემ მარჯვნიდან ჩაწოდების მერე. და ორივესთვის სადებიუტო გოლი.
ბათუმელები მეოთხე ადგილზე რჩებიან, დინამო თბილისი კი მეექვსეზეა. შეგახსენებთ, საქართველოს თასზე ამ გუნდების დაპირისპირება თბილისელებმა მოიგეს და ნახევარფინალში გავიდნენ.
რუსთავი
იბერია 1999
დილა
ტორპედო
სპაერი
დინამო თბ
მეშახტე
გაგრა
სამგურალი
დინამო ბთ
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
თელავი
ოდიში 1919
არაგვი
სიონი
კოლხეთი 1913
გორი
სამტრედია