საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე გაგვახარა, ორი მატჩი, ექვსი ქულა, მშვენიერი დასაწყისი... ახლა კი კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა. 24-ე ტურის სამი შეხვედრა გაიმართა: იბერია 1999-მა, ტორპედომ და გაგრამ გაიმარჯვეს.
კონკურენტების დაპირისპირება... გაგრამ ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა, თელავში 1:0 იმარჯვა. ცხრილში ადგილები შეიცვალა: ახლა გაგრაა მერვეზე და თელავი მეცხრეზე.
ერთადერთი გოლი 51-ე წუთზე გიორგი პაპუაშვილმა გაიტანა ცაციით ძლიერი დარტყმით. ეს პაპუაშვილის მეოთხე გოლია სეზონში.
თელავში დებიუტი ჰქონდა ბერძენ მთავარ მწვრთნელს, ხარალამბუს ხრისტოდულუს.
წლეულს ქუთაისელთა და ფოთელთა მესამე დაპირისპირებაც იმერულმა გუნდმა მოიგო. 3:2, 5:2 და ამჯერად 2:0.
74-ე წუთამდე გოლი არ იყო გასული. ანგარიში კი ცოტნე ფაცაციამ გახსნა, რომელმაც ლაშა შერგელაშვილის-ფელიპე პირესის კომბინაცია დაასრულა ზუსტი დარტყმით. ბოლოს, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი ნორვეგიელმა ბიორნ იონსენმა გაიტანა. ეს იონსენის მე-14 გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და ბომბარდირთა დავაშიც ლიდერია.
ტორპედო ზედა სამეულშია და ჩემპიონობისთვის იბრძვის, კოლხეთი 1913 კი მეექვსე ადგილზეა.
იბერიელებმა ზედიზედ მეოთხედ მოიგეს და თან ყველა შეხვედრაში 3 გოლი გაიტანეს: 3:0, 3:1, 3:0, 3:0... აი, დინამო ბათუმს კი ცუდი სერია აქვს, მოქმედ ჩემპიონს ზედიზედ რვა შეხვედრაა არ გაუმარჯვია. კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლოს 23 მაისს მოიგეს: სტუმრად დინამო თბილისთან.
პირველი ტაიმი სრულდებოდა, როცა მასპინძლებმა პირველი ბურთი გაიტანეს. ცოტნე კაპანაძემ ჩააწოდა, იური ტაბატაძემ მეკარის ბაქანთან შემოაბრუნა ბურთი და იქ შეიკნე სილამ ცარიელ კარში შეაგორა - 1:0.
მეორე გოლი კურიოზულ სიტუაციაში გავიდა. კუთხურის მერე არეულობა შეიქმნა, ბათუმელები თითქოს გადარჩნენ, მათი მცველი ნიკოლოზ მალი ბურთს იგერიებდა, მაგრამ მოარტყა დერეკ აგიაკვას და ასე ასხლეტით შევარდა კარში - 2:0. ეს აგიაკვას პირველი გოლია საქართველოში.
ბოლოს კი გიზო მამაგეიშვილმა გაიტანა. კონტრშეტევაზე თორნიკე ახვლედიანმა ითამაშა კარგად, გრძელი პასი გააკეთა და ბათუმელთა მეკარე როინ კვასხვაძე ცდილობდა ჩაჭრას, მაგრამ გიზო მამაგეიშვილმა მოიპოვა ბურთი და ზუსტადაც დაარტყა - 3:0.
 იბერია 1999
                                    იბერია 1999
                                 დილა
                                    დილა
                                 ტორპედო
                                    ტორპედო
                                 დინამო თბ
                                    დინამო თბ
                                 სამგურალი
                                    სამგურალი
                                 დინამო ბთ
                                    დინამო ბთ
                                 გაგრა
                                    გაგრა
                                 გარეჯი
                                    გარეჯი
                                 თელავი
                                    თელავი
                                 კოლხეთი 1913
                                    კოლხეთი 1913
                                 რუსთავი
                                    რუსთავი
                                 სპაერი
                                    სპაერი
                                 მეშახტე
                                    მეშახტე
                                 მერანი მრ
                                    მერანი მრ
                                 სამტრედია
                                    სამტრედია
                                 ლოკომოტივი
                                    ლოკომოტივი
                                 იბერია 1999-2
                                    იბერია 1999-2
                                 სიონი
                                    სიონი
                                 გონიო
                                    გონიო
                                 დინამო-2 თბ
                                    დინამო-2 თბ
                                 
  
             
 
 
