გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის ორი მატჩი. ლიდერმა გორის დილამ ბოლო წამებზე გაუშვა გამარჯვება ხელიდან და თელავთან ფრედ ითამაშა, ხოლო კოლხეთი 1913-მა გაგრას აჯობა. გორში თამაშის წინ ოლიმპიური ჩემპიონი, მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი გამოვიდა მინდორზე...
ორივე გუნდის ფეხბურთელებმა პეტრიაშვილს საპატიო დერეფანი მოუწვეს. დილას ხელმძღვანელებმა, გიორგი ჯოხაძემ და ზურაბ ხორგუაშვილმა, გენოს სიმბოლურად მაისური აჩუქეს.
90 წუთში გოლი არ გასულა, აი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში კი... ჯერ დილა დაწინაურდა. გორეკებმა საჯარიმო დარტყმა შეასრულეს, ბურთი ცოცხალ კედელში მდგომ სიდიკი ტრაორეს ხელზე მოხვდა, არბიტრმა ბაკურ ნინუამაც VAR-ზე გადამოწმების შემდეგ დანიშნა პენალტი. ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა ზუსტად დაარტყა და სეზონში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.
თუმცა 96-ე წუთზე თელავმა გაათანაბრა, კერძოდ, თორნიკე მორჩილაძის პასს მოჰყვა ნიკოლაი ყიფიანის გოლი. ყიფიანმაც პირველი გოლი მიითვალა წლევანდელ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, თუმცა მხოლოდ ახლა, ზაფხულში შეუერთდა გუნდს.
საბოლოოდ 1:1. დილა 6 ქულით უსწრებს ტორპედოს, რომელსაც ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. გორელებისთვის ეს ზედიზედ მე-18 წაუგებელი მატჩი იყო.
თელავი კი ბოლოსწინა ადგილზეა.
ფოთელებმა კვლავ მოიგეს და წაუგებელი მატჩების სერიაც ექვსამდე გაზარდეს. კოლხეთი 1913 მეხუთე ადგილზეა, გაგრა კი მერვეზე დარჩა.
36-ე წუთზე გიორგი აბუაშვილმა დააწინაურა ფოთელები, თანაც მშვენიერი გოლით: შორიდან ძლიერი დარტყმით.
ორ წუთში გაგრამ ნოდარ ქავთარაძის ასევე ლამაზი გოლით გაათანაბრა. კარგი მოძრაობა და ძლიერი დარტყმა საჯარიმოს გარედან - 1:1.
გამარჯვების გოლი კი ისევ აბუაშვილის დარტყმას მოჰყვა: გიორგიმ კონტრშეტევისას თორნიკე შეყილაძის პასი გამოიყენა და გამოზომილად გაუშვა ბურთი დაბალ კუთხეში - 2:1. ისე, მანამდე ექვსი წუთით ადრეც შეეძლოთ დაწინაურება ფოთელებს, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენეს: ოლეკსანდრ ვორობეიმ აუღო ერეკლე ჯიჯავაძეს.
და აბუაშვილზეც... მიმდინარე სეზონში 6 გოლი მოუგროვდა.
 იბერია 1999
                                    იბერია 1999
                                 დილა
                                    დილა
                                 ტორპედო
                                    ტორპედო
                                 დინამო თბ
                                    დინამო თბ
                                 სამგურალი
                                    სამგურალი
                                 დინამო ბთ
                                    დინამო ბთ
                                 გაგრა
                                    გაგრა
                                 გარეჯი
                                    გარეჯი
                                 თელავი
                                    თელავი
                                 კოლხეთი 1913
                                    კოლხეთი 1913
                                 რუსთავი
                                    რუსთავი
                                 სპაერი
                                    სპაერი
                                 მეშახტე
                                    მეშახტე
                                 მერანი მრ
                                    მერანი მრ
                                 სამტრედია
                                    სამტრედია
                                 ლოკომოტივი
                                    ლოკომოტივი
                                 იბერია 1999-2
                                    იბერია 1999-2
                                 სიონი
                                    სიონი
                                 გონიო
                                    გონიო
                                 დინამო-2 თბ
                                    დინამო-2 თბ
                                 
  
             
 
 
