კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-20 ტურის ერთი მატჩი გაიმართა და ლიდერმა გორის დილამ სტუმრად 1:0 სძლია წყალტუბოს სამგურალს.
მატჩის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის შუაში გაიტანა ნიდერლანდელმა ტაირელ ვაუტერმა, რომელმაც ალექსანდრე ანდრონიკაშვილის მშვენიერი პასი გამოიყენა და საჯარიმოში შესულმა ზუსრად დაარტყა. საინტერესოა, რომ ვაუტერი მხოლოდ სამი წუთის შესული იყო მინდორზე.
ეს ნიდერლანდელის მეათე გოლია მიმდინარე კრისტალბეტ ეროვნულ ლიგაში და მხოლოდ ტორპედოს ნორვეგიელ ფორვარდ ბიორნ იონსენს ჩამორჩება. იონსენს 11 გოლი აქვს.
და ერთი საინტერესოც: სამგურალი-დილა პირველ წრეშიც 0:1 დასრულდა და მაშინაც ვაუტერმა გაიტანა.
დილა 5-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს, თუმცა უახლოეს მდევარ ტორპედოს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. სამგურალს რაც შეეხება, გუნდი მეშვიდე ადგილზეა.
რუსთავი
იბერია 1999
დინამო თბ
დინამო ბთ
ტორპედო
დილა
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
მერანი მრ
ოდიში 1919
არაგვი
სიონი
სამტრედია
კოლხეთი 1913
გორი