გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურის ორი მატჩი და ორივე ფრედ დასრულდა. ბათუმის დინამომ და ფოთის კოლხეთი 1913-მა ერთმანეთს გოლი ვერ გაუტანეს, ხოლო იბერია 1999-მა თელავთან 1:1 ითამაშა...
როგორც იცით, იბერია 1999 კონფერენციის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეა გასული. თურქულ ბასაქშეჰირთან შეხვედრამდე კი თბილისურმა გუნდმა თელავთან ჩაატარა საშინაო შეხვედრა და 1:1 დაასრულა.
მეორე ტაიმის შუაში თელავი დაწინაურდა. მათი მალელი შემტევი სიდიკი ტრაორე კარგად გაერკვა სიტუაციაში, იბერიელთა ნიდერლანდელ მცველ დერეკ აგიაკვას ბურთი წაართვა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ზუსტადაც დაარტყა. ტრაორემ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დებიუტი გოლით აღნიშნა...
მასპინძლებმა ბოლოს გაათანაბრეს. ოთარ მამაგეიშვილმა საჯარიმოს გარედან დაარტყა, ბურთი თელაველ ლადო ოდიშვილს მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და 1:1.
სხვათა შორის, იბერია 1999-ს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლო 4 მატჩი არ მოუგია. გუნდი მესამე ადგილზე დარჩა. აი, თელავი კი ბოლოსწინაზეა.
ზღვისპირული დერბი ფრედ დასრულდა. კოლხეთი 1913-ის შემტევმა გიორგი აბუაშვილმა გოლი კი გაიტანა, მაგრამ არბიტრმა ბაკურ ნინუამ VAR-ზე გადამოწმების მერე გააუქმა. მიზეზი: ფოთელთა ფორვარდი ლაშა კოხრეიძე წესებს არღვევდა ლევან ხარაბაძეზე.
მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ 0:0.
დინამო ბათუმი მეოთხე საფეხურზეა, ბოლო 7 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვეს. კოლხეთი 1913-ს კი უკვე 9 ფრე მოუგროვდა. გუნდი მეშვიდე ადგილზეა...
იბერია 1999
დილა
რუსთავი
ტორპედო
სპაერი
მეშახტე
გაგრა
დინამო თბ
სამგურალი
დინამო ბთ
გარეჯი
შტურმი
თელავი
მერანი მრ
კოლხეთი 1913
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
სამტრედია
გორი