კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა. ორთვიანი შესვენების შემდეგ... და დღეს მე-19 ტურის ორი მატჩი გაიმართა.
წყალტუბოს სამგურალმა დინამო თბილისს სძლია 1:0, ხოლო დილა-გაგრა უგოლოდ დასრულდა.
წყალტუბოელებმა გუნდის ახალწვეულის, 35 წლის ლევან კუტალიას გოლით მოუგეს დინამო თბილისს.
სამგურალმა ამ ერთი გოლითა და გამარჯვებით ცხრილში ოთხი საფეხურით წინ წაიწია. მეცხრეზე იყო და ახლა მეხუთეზეა, თუმცა ტური ჯერ არ დასრულებულა.
73-ე წუთი იყო, როცა სამგურალის მეკარე ნოდარ ყალიჩავამ რთული ბურთი მოიგერია. კონტრშეტევა დაიწყო, ჯეფერსონ ჯერალდომ ჟან კარლოსს გააყოლა ბურთი, რომლის დარტყმულს მიხეილ მაქაცარია მისწვდა, მაგრამ გადმოვარდნილ ბურთს კუტალიამ დაამატა და 0:1. ლევანმა გოლი არ აღნიშნა, რადგან ადრე დინამო თბილისში თამაშობდა და საქართველოს ჩემპიონიც გახდა. ეს 2019 წელს.
დინამო თბილისსაც 22 ქულა აქვს, როგორც სამგურალს.
ლიდერმა გორის დილამ შინ 0:0 ითამაშა მერვეადგილოსან გაგრასთან. სახიფათო მომენტები იყო, თუმცა საბოლოოდ უგოლო ფრე დაფიქსირდა.
დილამ ქულები დაკარგა, ერთი ეგაა, რომ წაუგებელი სერია გააგრძელა: 16 მატჩია, არ დამარცხებულა. მიმდინარე სეზონში გორელებს გაგრასთან გოლი არ გაუშვიათ: 2:0, 1:0, 0:0.
რუსთავი
იბერია 1999
დილა
ტორპედო
სპაერი
დინამო თბ
მეშახტე
გაგრა
სამგურალი
დინამო ბთ
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
თელავი
ოდიში 1919
არაგვი
სიონი
კოლხეთი 1913
გორი
სამტრედია