დინამო ბათუმი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბულგარულ ლუდოგორეცთან გავარდა. გავარდა დასანანად. სტუმრად 1:3 წაგებულის მერე, ანდრი დემჩენკოს გაწვრთნილმა გუნდმა შინ 1:0 მოიგო.
ვლადიმერ მამუჩაშვილმა დასაწყისშივე, მე-3 წუთზე დააწინაურა გუნდი. მალე მეორე გოლიც მიითვალა, მაგრამ მსაჯმა არ ჩათვალა. მთლიანობაში, საქართველოს ჩემპიონმა ბევრი საგოლე მომენტი შექმნა, ძელსაც მოარტყა ბურთი, იყო პირისპირ გასვლებიც, მაგრამ... საბოლოოდ, ლუდოგორეცი გავიდა.
ბათუმელთა შემადგენლობა საშინაო შეხვედრაში: რიკარდო სილვა, ჩიტეიშვილი (მალი 46), კობახიძე, ხარაბაძე, ვანდერსონი, ალეფ სანტოსი, ჟან ვიქტორი (მარა 63), მამუჩაშვილი, ღუდუშაური (ფაჩულია 90), გომისი, ბლესა (ტამბედუ 72)
ისე, აღსანიშნავია, რომ ლუდოგორეცს სტუმრადაც მამუჩაშვილმა გაუტანა.
დინამო ბათუმი კონფერენციის ლიგაზე გადაერთვება, სადაც მეტოქე ეყოლება მონტენეგროს ჩემპიონი ტუზის დეჩიჩი. ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე უელსურ ნიუ საინტსთან გავარდა - 0:3, 1:1.
დინამოელები დეჩიჩთან პირველ შეხვედრას 25 ივლისს ბათუმში ჩაატარებენ, საპასუხოს კი სტუმრად 1 აგვისტოს.
დინამო ბთ
რუსთავი
დინამო თბ
იბერია 1999
დილა
ტორპედო
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
გორი