კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-13 ტური დასრულდა. დღეს მხოლოდ ერთი მატჩი გაიმართა, დინამო ბათუმმა შინ 1:1 ითამაშა თელავთან.
მოქმედმა ჩემპიონმა დინამო ბათუმმა თელავთან ფრედ ითამაშა და მესამე ადგილზეა. თელაველები კი მერვეზე არიან.
სტუმრები სწრაფი გოლით დაწინაურდნენ, კერძოდ, მაკსიმ მაიროვიჩმა ჩაჭრა მამუკა კობახიძის თავურით უკან დაბრუნებული ბურთი და ვარდნაში მოახერხა გატანა. ეს მაიროვიჩის პირველი გოლია საქართველოში.
ბათუმელებმა 64-ე წუთზე გაათანაბრეს: შეცვლაზე შესულმა პაატა ღუდუშაურმა შორეულ კუთხეში ჩაახვია და 1:1.
მომენტები საკმაოდ იყო, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. დინამო ბათუმი ორი ქულით ჩამორჩება ლიდერ იბერია 1999-ს, ხოლო ერთი ქულით - გორის დილას. ეს სამეული საკმაოდ წინაა.
რუსთავი
დინამო ბთ
იბერია 1999
დინამო თბ
დილა
ტორპედო
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
მერანი მრ
სამტრედია
სიონი
არაგვი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
გორი