კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-11 ტურის ორი მატჩი გაიმართა. ფოთის კოლხეთი 1913-მა ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და სამტრედიას სძლია, ხოლო დინამო თბილისი შინ უგოლოდ დაშორდა თელავს - 0:0.
ფოთელებმა ნავსი გატეხეს და გაიმარჯვეს, რითაც მეხუთე ადგილზე გადავიდნენ, ხოლო სამტრედია ბოლოსწინაზე დარჩა.
მასპინძლებმა მეორე ტაიმის შუაში პენალტის უფლება მოიპოვეს, მაგრამ კირილ კლიმოვმა ვერ გამოიყენა. მისი დარტყმული ბურთი მეკარე ავთანდილ ლაბაძემ მოიგერია. თუმცა ოთხ წუთში კიდევ ერთხელ დაინიშნა პენალტი სამტრედიელთა კარში და ამჯერად ლაშა კოხრეიძემ შეასრულა - 1:0.
მეორე გოლი კი გიორგი აბუაშვილმა გაიტანა, კონტრშეტევა დაბალ კუთხეში დარტყმით დაასრულა. ეს 21 წლის აბუაშვილის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
დინამო არენაზე გამართულმა მატჩმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ 0:0 ვნახეთ.
დინამო თბილისს ბოლო 8 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი აქვს მოგებული... გუნდი მეექვსე ადგილზეა. და ეს მათთვის ზედიზედ მეორე საშინელი 0:0-ია.
და რაც შეეხება თელავს, მეშვიდეზეა. კახეთის გუნდს ბოლო სამ ტურში არ გაუმარჯვია და გოლიც არ გაუტანია. შეგახსენებთ, თელავმა პირველ წრეში 4:0 მოუგო დინამო თბილისს.
დინამო ბთ
იბერია 1999
დინამო თბ
რუსთავი
დილა
სამგურალი
ტორპედო
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
ოდიში 1919
სიონი
კოლხეთი 1913
გორი