კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეათე ტურის პირველი მატჩი გაიმართა. ლიდერმა თბილისის იბერია 1999-მა თელავს სტუმრად 3:0 მოუგო.
გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა იბერია 1999-მა ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო. ამჯერად თელავს სტუმრად აჯობეს.
პირველი გოლი ყველაზე ლამაზი გამოვიდა: გიორგი კოხრეიძემ შორიდან მოულოდნელი დარტყმით გაიტანა.
მეორე ტაიმში კი, შვიდწუთიან მონაკვეთში იბერიელებმა სოლიდური უპირატესობა მიიღეს. ჯერ შეიკნე სილას კარგ მოქმედებასა და პასს მოჰყვა გიზო მამაგეიშვილის ზუსტი დარტყმა და გოლი... მერე კი გიზომ პენალტი მოიპოვა და შოთა ნონიკაშვილმა ზუსტად შეასრულა - 0:3.
კოხრეიძემ და ნონიკაშვილმაც თავიანთი მეხუთე გოლი გაიტანეს სეზონში, აი, გიზო მამაგეიშვილმა კი სადებიუტო გოლი მიითვალა.
იბერია 1999 ლიდერია, თელავი კი მეექვსე ადგილზეა.
დინამო ბთ
რუსთავი
იბერია 1999
დინამო თბ
დილა
ტორპედო
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
ოდიში 1919
არაგვი
სიონი
გორი
კოლხეთი 1913