კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მერვე ტური დასრულდა. დღეს ორი მატჩი გაიმართა: თბილისის დინამო არენაზე და გორის თენგიზ ბურჯანაძეზე. ორივეგან უგოლო ფრე.
ზედიზედ 5 მატჩია, რაც დინამოელებს არ მოუგიათ და მეშვიდე ადგილზე არიან. თბილისელებსაც და ფოთელებსაც 9-9 ქულა აქვთ.
შედარებით მეტი საგოლე მომენტი მასპინძლებს ჰქონდათ. ფოთელთა მცველმა ლუკა ლაკვეხელიანმა ზედიზედ ორჯერ ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი. კიდევ, მეკარე იაროსლავ კოტლიაროვმა გიორგი მაისურაძესა და ვასილიოს გორდეზიანს აუღო რთული ბურთი.
სხვათა შორის, კოლხეთი 1913-მა ამ სეზონში პირველად მოახერხა კარის მშრალად შენახვა.
დაძაბული თამაში იყო გორში და საბოლოოდ აქაც უგოლოდ დასრულდა. გუნდები მე-19 წუთიდან ათ-ათი კაცით თამაშობდნენ. რადგან გორელთა მცველი ვახტანგ ბოჭორიშვილი და ბათუმელთა თავდამსხმელი ლევან კუტალია წაკინკლავდნენ. არბიტრმა გიორგი ავაზაშვილმა ორივე მათგანი გააძევა.
მომენტები ბევრი არა, მაგრამ ორივე გუნდს ჰქონდა. მაგალითად, როინ კვასხვაძემ დილას ლეგიონერებს, პორტუგალიელ ჟოაუ ნობრეგასა და უკრაინელ ივან ლიტვინენკოს არ გაატანინა. ბათუმელებიც საკმაოდ უტევდნენ, პაატა ღუდუშაურის დარტყმული დავით კერესელიძემ აიღო.
ამ ფრემ ის მოიტანა, რომ ლიდერად დარჩა თბილისის იბერია 1999. ბათუმელებსაც მათ მსგავსად 19 ქულა აქვთ, მესამეზე კი დილაა 17 ქულით.
იბერია 1999
რუსთავი
დილა
ტორპედო
სპაერი
დინამო თბ
სამგურალი
გაგრა
მეშახტე
დინამო ბთ
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
ოდიში 1919
თელავი
სიონი
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი