მსაჯთა ზამთრის შეკრება, რომელიც 11-დან 21 თებერვლამდე ბათუმში მიმდინარეობდა, დასრულდა.
ახალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში, შეკრება ელიტ კატეგორიის მსაჯების მონაწილეობით გაიმართა და შედგებოდა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან. მსაჯები გაეცნენ სიახლეებს თამაშის წესებთან დაკავშირებით და მონაწილეობა მიიღეს VAR სიმულაციებში.
სემინარები სფფ-ის სამსაჯო განყოფილების უფროსის, ჯუნეტ ჩაქირის ხელმძღვანელობით და ფიფასა და უეფას კვალიფიციური ინსტრუქტორების მონაწილეობით ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის საკლუბო სეზონი 1 მარტს დაიწყება. ეროვნული ლიგის სეზონის პირველ მატჩში ერთმანეთს დინამო ბათუმი და ფოთის კოლხეთი დაუპირისპირდებიან.
რუსთავი
იბერია 1999
დინამო ბთ
ტორპედო
დინამო თბ
სამგურალი
დილა
სპაერი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
თელავი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი