საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა დაიწყო! სეზონი გაიხსნა მოქმედი ჩემპიონისა და უძლიერესთა შორის დაბრუნებული გუნდის დაპირისპირებით.
დინამო ბთ 1:0 კოლხეთი 1913
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ამ სეზონის პირველი გოლი სენეგალელმა ონორე გომისმა გაიტანა, რომელიც გორის დილადან გადავიდა დინამო ბათუმში. გომისმა მე-11 წუთზე ახლოდან დასწრებაზე დარტყმით დაასრულა სწრაფი კომბინაცია.
დინამო ბათუმმა ამ გოლით სძლია ფოთის კოლხეთი 1913-ს, რომელმაც 2018 წლის შემდეგ პირველად ითამაშა უძლიერესთა ლიგაში. სხვათა შორის, იმ წელს ბათუმელები პირიქით, ქვედა ლიგაში იყვნენ.
ბათუმელთა 15 ფეხბურთელიდან, რომლებმაც დღეს ითამაშეს, 9 ახალწვეული იყო. ესენი არიან ჩაჰოვეცი, ვანდერსონი, მარა, მუჯირი, ალეფ სანტოსი, ჟან ვიქტორი, მალი, გომისი, რამოსი.
რუსთავი
იბერია 1999
დინამო ბთ
ტორპედო
დინამო თბ
სამგურალი
დილა
სპაერი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
თელავი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი