გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტურის სამი მატჩი. დინამო თბილისმა აუტსაიდერ შუქურას მოუგო და მეორე ადგილი გაინაღდა. დილამ და ტორპედომაც გაიმარჯვეს, ისინი ევროსაგზურისთვის იბრძვიან. საინტერესოა, რომ თელავი-ტორპედო და სამტრედია-დილას შეხვედრებში ჯამში 6 გოლი გავიდა და ექვსივე თავურით.
გორის დილამ ზედიზედ მესამედ მოიგო. ამჯერად სამტრედიაში. გორელები მეოთხე ადგილზე არიან, იმერლები კი მერვეზე...
სამივე გოლი თავურით გავიდა და სამივე უცხოელებმა გაიტანეს. მე-8 წუთზე დილა სენეგალელმა ონორე გომისმა დააწინაურა, მერე სამტრედიელი ზვიად ნაჭყებიას გარღვევასა და კარგ პასს მოჰყვა ჩრდილომაკედონიელი ალეკსანდარ მიშოვის გოლი. ტაიმი 1:1 დასრულდა, მეორე ნახევარში კი უკრაინელმა მიკოლა კოვტალიუკმა ითამაშა კარგად და ოთარ ფარულავას ჩაწოდებულს მიაყოლა თავური - 1:2.
სამტრედიას აგვისტოსა და სექტემბერში ჰქონდა კარგი სერია, თუმცა ბოლო ოთხ მატჩში მხოლოდ ერთი ქულა აიღო.
წინა მატჩის მსგავსად, აქაც სამივე გოლი თავურით გავიდა.
ტორპედოდან ანრი ჭიჭინაძემ და ნიკა სანდოხაძემ გაიტანეს თავიანთი სადებიუტო გოლები მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. თელავიდან ჰაიტელმა ჟონელ დეზირემ მიითვალა სეზონში მეოთხე ბურთი.
საინტერესოა, რომ ტორპედოს ბოლო 6 მატჩიდან 5 მოგებული აქვს და ერთხელაც ფრედ ითამაშა. ქუთაისელები მესამე ადგილზე არიან, თელაველები - მეშვიდეზე.
დინამო თბილისმა აუტსაიდერ ქობულეთის შუქურას სძლია. სწრაფი გოლი ვნახეთ, კერძოდ, დინამოელთა კაპიტანმა დავით სხირტლაძემ დაასრულა მრავალსვლიანი კომბინაცია და სეზონში მეათე გოლი გაიტანა.
მე-10 წუთზე გიორგი გოგოლაშვილმა თავურით გაათანაბრა. თუმცა პირველ ტაიმში თბილისელებმა კიდევ ორჯერ მოახერხეს გატანა. ჯერ უსმანე კამარამ ცარიელ კარში შეაგორა ბურთი სხირტლაძის პასის მერე, ტაიმის ბოლო წუთზე კი საბა ხვადაგიანმა ახლოდან დაამატა მეკარის მოგერიებულ ბურთს.
მეორე ნახევარში შუქურამ სხვაობა შეამცირა: ლუკა ნადირაძის კარგი პასით გია აფხაზავა მეკარესთან პირისპირ გავიდა და 3:2. ბოლოს კი სერბმა ზორან მარუშიჩმა მეკარე გოგი კულუას თავზე გადაუგდო ბურთი და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 4:2. მარუშიჩს 14 გოლი აქვს სეზონში, კამარას კი 13.
ამ მოგებით დინამო თბილისმა მეორე ადგილი გაინაღდა. ლიდერ დინამო ბათუმს კი 6 ქულით ჩამორჩება და თან ბათუმელებს თამაში მარაგში აქვთ.
 იბერია 1999
                                    იბერია 1999
                                 დილა
                                    დილა
                                 ტორპედო
                                    ტორპედო
                                 დინამო თბ
                                    დინამო თბ
                                 სამგურალი
                                    სამგურალი
                                 დინამო ბთ
                                    დინამო ბთ
                                 გაგრა
                                    გაგრა
                                 გარეჯი
                                    გარეჯი
                                 თელავი
                                    თელავი
                                 კოლხეთი 1913
                                    კოლხეთი 1913
                                 რუსთავი
                                    რუსთავი
                                 სპაერი
                                    სპაერი
                                 მეშახტე
                                    მეშახტე
                                 მერანი მრ
                                    მერანი მრ
                                 სამტრედია
                                    სამტრედია
                                 ლოკომოტივი
                                    ლოკომოტივი
                                 იბერია 1999-2
                                    იბერია 1999-2
                                 სიონი
                                    სიონი
                                 გონიო
                                    გონიო
                                 დინამო-2 თბ
                                    დინამო-2 თბ
                                 
  
             
 
 
 
 
 
 
 
