კალენდარი

შაბათი, 17 ოქტომბერი

კვირა, 18 ოქტომბერი

ორშაბათი, 19 ოქტომბერი

პარასკევი, 23 ოქტომბერი

შაბათი, 24 ოქტომბერი

ორშაბათი, 26 ოქტომბერი

ახალი ამბები

გაგრამ ნავსი გატეხა და მოიგო

გაგრამ 1:0 მოუგო ქობულეთის შუქურას. ეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურში...

გაგრა 1:0 შუქურა 

გაგრამ ზურაბ მუსელიანის გატანილი პენალტით სძლია აუტსაიდერს. მსაჯმა გიორგი ვარდიძემ VAR-ზე გადამოწმების მერე დანიშნა ბურთი: შუქურას ნახევარმცველ საბა ჯინჭარაძეს ხელზე მოხვდა ბურთი. 

მუსელიანს მიმდინარე სეზონში 8 გოლი მოუგროვდა, აქედან ნახევარი შუქურას კარში გაიტანა. ზურაბი შარშან სწორედ ქობულეთის გუნდში თამაშობდა.

სხვათა შორის, გაგრამ 6 ივნისის შემდეგ პირველად გაიმარჯვა. სულ ხუთი მოგება აქვს და აქედან სამი - შუქურასთან.