გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 26-ე ტურის ორი მატჩი. სამტრედიამ ზედიზედ მესამედ მოიგო, ამჯერად გაგრასთან. ქობულეთის შუქურასა და ქუთაისის ტორპედოს შეხვედრაში კი გოლი არ გასულა.
სამტრედიამ ბოლო სამი თამაში მოიგო და ჯამში 10 გოლიც გაიტანა. ჩრდილომაკედონიელი დიმიტარ კაპინკოვსკის გაწვრთნილებმა გაგრას 3:1 აჯობეს.
იმერული გუნდი თორნიკე ახვლედიანმა დააწინაურა, მან ზვიად ნაჭყებიას პასი გამოიყენა და ახლოდან გაიტანა. 22-ე წუთე გაგრას ნახევარმცველმა გიორგი ლომთაძემ პენალტი გამოიმუშავა და თავადვე ზუსტად დაარტყა - 1:1.
ტაიმის ბოლოს კი სამტრედიამ ორჯერ მოახერხა გატანა. მათე აბულაძემ პენალტით და ზვიად ნაჭყებიამ ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ. ნაჭყებია სამტრედიელთა საუკეთესო ბომბარდირია 6 გოლით.
გაგრას 7 მატჩია არ მოუგია და აქედან 6 წააგო. გუნდი ბოლოსწინა, მეცხრე ადგილზეა. სამტრედია კი - მერვეზე.
შუქურამ ზაფხულის შესვენების შემდეგ პირველი ქულა აიღო: 0:0 ქუთაისის ტორპედოსთან.
თავის მხრივ, საინტერესოა, რომ ტორპედომაც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლოს სწორედ შუქურასთან წააგო - შინ 1:2. ეს 28 მაისს.
ტორპედო მეექვსე ადგილზეა, ხოლო შუქურა აუტსაიდერი და 11 ქულით ჩამორჩება ბოლოსწინაზე მყოფ გაგრას.
იბერია 1999
რუსთავი
დილა
ტორპედო
სპაერი
დინამო თბ
სამგურალი
გაგრა
მეშახტე
დინამო ბთ
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
ოდიში 1919
თელავი
სიონი
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი