დინამო თბილისმა სტუმრად 3:0 მოუგო გორის დილას და მეორე ადგილზე გადავიდა. ეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურიდან გადადებულ მატჩში მოხდა...
ცხრილის ზედა ნაწილში მყოფი გუნდები, კონკურენტები. თამაში საინტერესო გამოდგა და 61-ე წუთამდე ფრე იყო.
პირველი ბურთი უსმანე კამარამ გაიტანა დინამოელთა კაპიტან დავით სხირტლაძის ლამაზი ქუსლური პასის შემდეგ.
მეორე და მესამე გოლები კი ბოლო წუთებზე გავიდა: ჯერ გიორგი ხარაიშვილმა ორიგინალურად თავზე გადაუგდო ბურთი დილას მეკარე ევგენ კუჩერენკოს, ბოლოს კი სხირტლაძემ ლევან ოსიყმაშვილის პასით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:3.
ეს იყო დინამო თბილისის მეოთხე მატჩი ესპანელი ანდრეს კარასკოს ხელმძღვანელობით. ამ პერიოდში გუნდმა ჯამში 10 ქულა აიღო და 16 გოლი გაიტანა, საკუთარ კარში კი მხოლოდ 5 გაუშვა.
რუსთავი
იბერია 1999
დინამო ბთ
ტორპედო
დინამო თბ
სამგურალი
დილა
სპაერი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
თელავი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი