გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტურის ერთი მატჩი. სამტრედიამ საბურთალოს უმასპინძლა და შეხვედრა 0:0 დასრულდა...
სამტრედიაში გოლი არ გასულა. არადა, მე-7 წუთზე მასპინძლებს იდეალური შანსი მიეცათ: მათ სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა, მაგრამ თორნიკე ახვლედიანის დარტყმული ბურთი ლაზარე კუპატაძემ მოიგერია.
სხვათა შორის, სამტრედიამ წინა საშინაო მატჩშიც ვერ გაიტანა 11-მეტრიანი: კერძოდ, რევაზ ინჯგიამ ტორპედოსთან.
სამტრედიას ზედიზედ 8 საშინაო თამაში ჰქონდა წაგებული და ნავსი გატეხა, ქულა აიღო. თუმცა გუნდი ბოლოსწინა ადგილზე რჩება. საბურთალო კი მეორე პოზიციაზეა, თუმცა უახლოეს მდევრებს (დინამო თბილისსა და გორის დილას) ნაკლები თამაში აქვთ ჩატარებული.
დინამო ბთ
იბერია 1999
დინამო თბ
რუსთავი
დილა
სამგურალი
ტორპედო
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
ოდიში 1919
სიონი
კოლხეთი 1913
გორი