თბილისის საბურთალომ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურში აუტსაიდერ ქობულეთის შუქურა დიდი ანგარიშით დაამარცხა - 5:1. .
ომარ თეთრაძის გაწვრთნილმა საბურთალომ პირველივე ტაიმში გადაწყვიტა თამაშის ბედი. მე-9 წუთზე მალელმა შეიკნე სილამ სწრაფი შეტევა ძლიერი დარტყმით დაასრულა. მალევე ლუკა სილაგაძემ ცაციით გაუტანა სტუმრებს.
ტაიმის ბოლო წუთებში ისევ სილაგაძემ ახლო კუთხეში დაურტყა გიორგი აბრამიშვილს და 3:0 გახდა ანგარიში, ხოლო ზედ შესვენების წინ შეიკნე სილამ პენალტი გამოიყენა (პენალტი ცოტნე კაპანაძის წაქცევისთვის დაინიშნა).
ანუ, პირველი ტაიმი ოთხბურთიანი უპირატესობით დასრულდა, სილასა და სილაგაძის დუბლებით. მალელს სეზონში 10 გოლი მოუგროვდა, სილაგაძეს კი - 9.
მეორე ტაიმში ზაზა ციცქიშვილმა მიითვალა ლამაზი გოლი და 5:0 გახადა ანგარიში, ხოლო 82-ე წუთზე შუქურას 20 წლის ნახევარმცველმა ლუკა რობაქიძემ შეამცირა სხვაობა. საინტერესოა, რომ რობაქიძეს დებიუტი ჰქონდა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
შუქურაზე დავწერეთ, რომ აუტსაიდერია. საბურთალო კი მეორე ადგილზეა და 4 ქულით ჩამორჩება დინამო ბათუმს, რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
იბერია 1999
დილა
ტორპედო
დინამო თბ
სამგურალი
დინამო ბთ
გაგრა
გარეჯი
თელავი
კოლხეთი 1913
რუსთავი
სპაერი
მერანი მრ
მეშახტე
სამტრედია
ლოკომოტივი
იბერია 1999-2
სიონი
გონიო
დინამო-2 თბ