კალენდარი

შაბათი, 27 აპრილი

ოთხშაბათი, 1 მაისი

ხუთშაბათი, 2 მაისი

პარასკევი, 10 მაისი

ახალი ამბები

კარასკოს დებიუტი: დინამო თბილისმა გაგრას დიდი ანგარიშით მოუგო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურში დინამო თბილისმა გაგრას 6:1 მოუგო. ეს იყო ესპანელი ანდრეს კარასკოს სადებიუტო შეხვედრა დინამოს მწვრთნელის რანგში. 

გაგრა 1:6 დინამო თბ 

დინამო თბილისმა დავით პეტრიაშვილის სტადიონზე სძლია გაგრას და ისევ მეოთხე ადგილზეა, თუმცა მეორეადგილოსან საბურთალოს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. გაგრა კი მეშვიდეზე რჩება. 

ანდრეს კარასკოს გაწვრთნილები მე-15 წუთზე დაიწუნაურდნენ, როცა ულად-ომარ იმრანმა აკრობატულ ნახტომში დაარტყა და ბუღთი გაგრელთა მცველ ანატოლი კოზლენკოსგან ასხლეტით შევარდა კარში. 

გაგრამ ზურაბ მუსელიანის ახლოდან გატანილით გაათანაბრა. მუსელიანმა თეიმურაზ შონიას პასი გამოიყენა და 1:1. 

აი, პირველი ტაიმის ბოლო 15 წუთში კი იმრანმა ჰეთ-თრიქი გაახერხა. ახლა სეზონში 12 გოლი აქვს და მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩება ბომბარდირთა შორის ლიდერს, ბათუმის ფირვარდ ჯოვანი ფლამარიონს. ანუ, ტაიმი 1:4 დასრულდა.

მეორე ნახევარში კი დინამოელთა კაპიტანმა დავით სხირტლაძემ გაიტანა ორი გოლი. ისე, სწორედ სხირტლაძემ მანამდე ორი საგოლე პასი გაუკეთა იმრანს...

ამ სეზონში მეორედ მოხდა, რომ ერთმა გუნდმა ერთ მატჩში 6 გოლი გაიტანა. პირველი იყო დილა-თელავი, რომელიც ასევე 6:1 დასრულდა - გორელებმა მოიგეს.