გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურის მატჩი, რომელშიც ქუთაისის ტორპედომ მეორე ადგილზე მყოფ თბილისის საბურთალოს 3:1 მოუგო.
პირველი ტაიმის შემდეგ საბურთალო იგებდა. მალელი შეიკნე სილა კარგად გაერკვა სიტუაციაში და სეზონში მერვე გოლი გაიტანა...
საბურთალო 57-ე წუთამდე წინ იყო, ამის შემდეგ კი ტორპედომ სამი უპასუხო გოლი გაიტანა. ჯერ მაურო კაბალიერომ გაიტანა პენალტი, რომელიც არბიტრმა დავით ხარიტონაშვილმა VAR-ზე გადამოწმების მერე დანიშნა - 1:1. პენალტი ირაკლი ბუღრიძემ გამოიმუშავა.
რამდენიმე წუთში ტორპედოს ავღანელმა ლეგიონერმა ომრან ჰაიდარმა მარჯვნიდან გააკეთა პასი, ბურთი კი საბურთალოელ მცველ გიორგი ჯგერენაიას ფეხიდან აიჭრა კარში - 1:2.
ბოლოს კი ტორპედოს კამერუნელმა ფორვარდმა ფრანსუა ეკონგოლომ გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა. საინტერესოა, რომ ეკონგოლო 18 წლისაა, დებიუტი ჰქონდა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, 86-ე წუთზე შევიდა მინდორზე და გოლის გატანა მოასწრო.
საბურთალო 7 ქულით ჩამორჩა ლიდერ დინამო ბათუმს. ტორპედო კი მეექვსე ადგილზეა.
რუსთავი
დინამო თბ
იბერია 1999
დინამო ბთ
ტორპედო
სამგურალი
დილა
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
მერანი მრ
არაგვი
სიონი
სამტრედია
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
გორი