გაიმართა ეროვნული ლიგის მე-19 ტურის ერთი მატჩი. თელავმა სტუმრად სამტრედიას მოუგო და მერვე ადგილზე გადაინაცვლა.
სამტრედიაში მატჩი, რა თქმა უნდა, წუთიერი დუმილით დაიწყო: შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო.
გუნდები ბოლო და ბოლოსწინა ადგილზე იყვნენ თანაბარი, 11-11 ქულით. ასე რომ, თელავმა მნიშვნელოვანი, როგორც იტყვიან, ექვსქულიანი თამაში მოიგო.
პირველი ტაიმის ბოლოს თელაველთა ბოსნიელმა ლეგიონერმა ამარ ბეგიჩმა აკრობატულ ნახტომში დაარტყა და ლამაზი გოლი გაიტანა - 0:1. ბეგიჩმა ეროვნულ ლიგაში დებიუტი გოლით აღნიშნა.
მეორე ტაიმში კი ირაკლი რუხაძემ პენალტი გამოიყენა. შეგახსენებთ, რუხაძე ადრე სამტრედიაშიც თამაშობდა. საბოლოოდ 0:2.
რუსთავი
იბერია 1999
დინამო ბთ
ტორპედო
დინამო თბ
სამგურალი
დილა
სპაერი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
თელავი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი