გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურის ოთხი მატჩი. ცხრილში ზემოთ მყოფმა გუნდებმა მოიგეს, საუკეთესო სამეულშიც თანაფარდობა ამიტომ არ შეცვლილა. ისე, 4 შეხვედრაში 17 გოლი გავიდა - საკმაოდ ბევრი...
წყალტუბოს სამგურალმა ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო. მსგავსი სერია კლუბს არასოდეს არ ჰქონია (იგულისხმება უმაღლესი ლიგა).
გიორგი ნიქაბაძემ ჰეთ-თრიქი შეასრულა. 32 წლის ფორვარდმა პირველ ტაიმში ორივეჯერ ნიკა ხორხელის პასით გაიტანა, მეორე ნახევარში კი ნიკა კალანდარიშვილის გადაცემის მერე კიდევ ერთხელ აიღო ქუთაისელთა კარი.
ბოლო წუთებზე კი გიორგი არაბიძემ შორიდან ჩახვეული დარტყმით შეამცირა სხვაობა და 1:3.
ნიქაბაძეს სეზონში 7 გოლი მოუგროვდა. ჰეთ-თრიქებს რაც შეეხება, მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეორედ შესრულდა: პირველი იყო ჯოვინო ფლამარიონი დინამო ბათუმიდან.
სამგურალი მეორე ადგილზე დარჩა და მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩება დინამო ბათუმს. ტორპედო კი მეექვსეზეა.
საბურთალომ ირაკლი სიხარულიძის დუბლით 2:0 მოუგო აუტსაიდერ სამტრედიას. საბურთალო მეოთხე პოზიციაზეა, თუმცა მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება ლიდერებს.
სიხარულიძის გოლები ერთმანეთს ჰგავდა. ორივეჯერ მოძრაობაზე დაიჭირა მეკარე რეზო ლომიძე და დაბალ კუთხეში დაარტყა.
70-ე წუთამდე 0:0 იყო. პირველ ტაიმში საბურთალოელმა იური ტაბატაძემ პენალტი ვერ გაიტანა, კერძოდ, ლომიძემ მოიგერია.
ბათუმელებმა ლიდერობა შეინარჩუნეს. გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა გუნდმა 3:1 მოუგო გაგრას. მე-18 წუთზე უკვე ორი ბურთის სხვაობით იყვნენ წინ: ჯერ გიორგი ზარიამ თავურით გაიტანა გრიგოლ ჩაბრაძის ჩაწოდებით, მერე კი ჯოვინო ფლამარიონმა დაასრულა ჩაბრაძე-მუსა კონატეს გათამაშებული კომბინაცია.
75-ე წუთზე გაგრას ფორვარდმა ზურაბ მუსელიანმა პენალტით დააბრუნა ინტრიგა (2:1), თუმცა მალევე ფლამარიონმა ბრწყინვალე ინდივიდუალური გარღვევა დაასრულა გოლით.
ფლამარიონი 9 გოლით ლიდერობს ბომბარდირთა დავაში.
დინამო თბილისმა თითო ტაიმში სამ-სამი გოლი გაუტანა თელავს და საბოლოოდ 6:1 მოუგო. ულად-ომარ იმრანმა დაიწყო ძლიერი დარტყმით, მერე გიორგი მაისურაძემ შორიდან ხარიხის ასხლეტით ორამდე გაზარდა სხვაობა. მესამე გოლი უსმანე კამარამ მიითვალა.
მეორე ტაიმი დაიწყო თუ არა, კამარას გარღვევას ვაგნერ გონსალვეშის ძლიერი დარტყმა მოჰყვა და 4:0. კიდევ იყო ალექსანდრე კალანდაძის თავურით გატანილი და ბოლოს დავით სხირტლაძის გოლიც. თელაველთაგან იმედა აშორტიამ შეამცირა სხვაობა: მასაც ლამაზი გოლი გამოუვიდა - 6:1.
საინტერესოა, რომ დინამოელთა ახალგაზრდა მცველებისთვის, მაისურაძისთვის და კალანდაძისთვისაც ეს სადებიუტო გოლები იყო კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
დინამო თბილისი მესამე ადგილზეა, თელავი კი - ბოლოდან მესამეზე. კახეთის გუნდს 10-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
შუქურა-დილა ცუდი ამინდის გამო ერთი დღით გადაიდო.
 იბერია 1999
                                    იბერია 1999
                                 დილა
                                    დილა
                                 ტორპედო
                                    ტორპედო
                                 დინამო თბ
                                    დინამო თბ
                                 სამგურალი
                                    სამგურალი
                                 დინამო ბთ
                                    დინამო ბთ
                                 გაგრა
                                    გაგრა
                                 გარეჯი
                                    გარეჯი
                                 თელავი
                                    თელავი
                                 კოლხეთი 1913
                                    კოლხეთი 1913
                                 რუსთავი
                                    რუსთავი
                                 სპაერი
                                    სპაერი
                                 მეშახტე
                                    მეშახტე
                                 მერანი მრ
                                    მერანი მრ
                                 სამტრედია
                                    სამტრედია
                                 ლოკომოტივი
                                    ლოკომოტივი
                                 იბერია 1999-2
                                    იბერია 1999-2
                                 სიონი
                                    სიონი
                                 გონიო
                                    გონიო
                                 დინამო-2 თბ
                                    დინამო-2 თბ
                                 
  
             
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
