კალენდარი

პარასკევი, 19 აპრილი

შაბათი, 20 აპრილი

კვირა, 21 აპრილი

პარასკევი, 26 აპრილი

შაბათი, 27 აპრილი

ახალი ამბები

სამგურალმა და ტორპედომ მოიგეს, ჩემპიონი უგოლოდ დარჩა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-12 ტური დასრულდა. დღის სამივე მატჩი დაძაბული გამოდგა: სამგურალი წინ და წინ მიიწევს, დინამო თბილისმა ლიდერად დაბრუნების შანსი ვერ გამოიყენა, ტორპედომ კი სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა... ცხრილის ზედა (და ქვედა) ნაწილშიც დიდი სიმჭიდროვეა ქულების მხრივ.

ტორპედო 1:0 სამტრედია

იმერული დერბი ქუთაისელებმა მოიგეს. ტორპედომ გიორგი ქობულაძის მეორე ტაიმში გატანილი გოლით აჯობა სამტრედიას. ქობულაძემ საჯარიმო დარტყმა შეასრულა კარგად - 1:0. ეს მისი პირველი გოლია მიმდინარე სეზონში.

ტორპედოს სამი ტურის განმავლობაში არ ჰქონდა მოგებული და სერია შეწყვიტა. გუნდი მეექვსე ადგილზეა. სამტრედია კი ბოლოსწინაზეა.

თელავი 0:1 სამგურალი 

წყალტუბოს სამგურალმა ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო. 86-ე წუთი იყო, დემურ ჩიხლაძემ კუთხურიდან ჩააწოდა და ლადო ჩიხრაძემ თავურით გაიტანა გადამწყვეტი გოლი. არადა, მანამდე ერთი წუთით ადრე თელაველთა მეკარე ლევან თანდილაშვილმა ურთულესი ბურთი აუღო მიხეილ ბაშელეიშვილს.

საინტერესოა, ჩიხლაძეც და ჩიხრაძეც შეცვლაზე შევიდნენ. ეს ჩიხრაძის მეოთხე გოლია სეზონში.

სამგურალი უკვე მეორე ადგილზეა და ლიდერ დინამო ბათუმს მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩება. თელავს რაც შეეხება, რაც ვარდან მინასიანი დაინიშნა მწვრთნელად, გუნდმა 7 მატჩი ჩაატარა, 2 ფრედ ითამაშა და დანარჩენი წააგო.

დინამო თბ 0:0 გაგრა 

დინამო თბილისს რომ მოეგო, ლიდერობას დაიბრუნებდა, მაგრამ 0:0 ითამაშა გაგრასთან. თბილისელები მესამე ადგილზე არიან, გაგრა კი მეშვიდეა.

ამ გუნდების პირველი წრის დაპირისპირებაში 8 ბურთი გავიდა (დინამომ 5:3 იმარჯვა), ახლა კი უგოლო ფრე დაფიქსირდა. სეზონში პირველად მოხდა, რომ დინამომ თამაში გოლის გარეშე დაასრულა.

ისე, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ბოლო 5 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოიგო.