კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მერვე ტური დასრულდა. სამი მატჩი გაიმართა და ცხრილშიც შეიცვალა ადგილები. გაგრამ სეზონში პირველად მოიგო. იმარჯვეს სამგურალმა და საბურთალომაც - ორივემ სოლიდური ანგარიშით.
გაგრამ სამტრედიაში მოიგო და ბოლოდან ბოლოსწინა ადგილზე აინაცვლა. სტუმრები კახაბერ კაკაშვილის დარტყმით დაწინაურდნენ. სამტრედიელთა მეკარე იაროსლავ ბურიჩენკოვს ბურთი ხელიდან გაუვარდა და 0:1...
მეორე ნახევარში სამტრედიამ გაათანაბრა. გიორგი პაპუნაშვილის დარტყმული ბურთი ხელზე მოხვდა მცველ ლუკა ნოზაძეს... არბიტრმა გიორგი ვარდიძემ VAR-ზე გადამოწმების შემდეგ დანიშნა პენალტი და ვარლამ კილასონიამაც ზუსტად დაარტყა - 1:1.
ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე სწორედ ლუკა ნოზაძემ გამარჯვება მოუტანა გაგრას: კუთხურის შემდეგ მიუვიდა ბურთი და ძლიერად გაგზავნა კარში.
გაგრაზე დავწერეთ, სამტრედია კი ბოლო ადგილზეა: პირველ ტურში მოგების მერე გუნდმა შვიდ თამაშში მხოლოდ ერთი ქულა აიღო.
საბურთალომ დამაჯერებლად გაიმარჯვა: 3:0 თელავთან. თბილისური კლუბი მეხუთე ადგილზეა, თელავი კი მერვეზე დარჩა. სომეხი ვარდან მინასიანის მწვრთნელობით, თელავს ჯერ ქულა არ აუღია: 3 მატჩი, 3 წაგება.
საბურთალო გიორგი ჯგერენაიას თავურით დაწინარდა, მერე ლუკა სილაგაძემ შორიდან დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა. მე-14 წუთისთვის უკვე ორბურთიანი იყო სხვაობა. მესამე ბურთი კი ოთარ მამაგეიშვილმა მიითვალა ტექნიკური დარტყმით.
წყალტუბოს სამგურალმა გორში 3:0 მოუგო დილას და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.
მე-18 წუთზე იაპონელმა ტაიკი კაგაიამამ პენალტი მოიპოვა, ბრაზილიელმა ჯეფერსონ ჯერალდომ გამოიყენა და სამგურალი ასე გავიდა წინ. მეორე ტაიმში კი სტუმრებმა ორივე გოლი კარგი კონტრშეტევით გაიტანეს.
ჯერ იყო, მეკარე შეცდა და ჯერალდომ ისარგებლა, ხელსაყრელ პოზიციაში მყოფი გიორგი ნიქაბაძე მოძებნა და მანაც ზუსტად დაარტყა - 0:2. მესამე გოლი კი შეცვლაზე შესულმა ლადო ჩიხრაძემ გაიტანა ნიკა ხორხელის პასის მერე.
 იბერია 1999
                                    იბერია 1999
                                 დილა
                                    დილა
                                 ტორპედო
                                    ტორპედო
                                 დინამო თბ
                                    დინამო თბ
                                 სამგურალი
                                    სამგურალი
                                 დინამო ბთ
                                    დინამო ბთ
                                 გაგრა
                                    გაგრა
                                 გარეჯი
                                    გარეჯი
                                 თელავი
                                    თელავი
                                 კოლხეთი 1913
                                    კოლხეთი 1913
                                 რუსთავი
                                    რუსთავი
                                 სპაერი
                                    სპაერი
                                 მეშახტე
                                    მეშახტე
                                 მერანი მრ
                                    მერანი მრ
                                 სამტრედია
                                    სამტრედია
                                 ლოკომოტივი
                                    ლოკომოტივი
                                 იბერია 1999-2
                                    იბერია 1999-2
                                 სიონი
                                    სიონი
                                 გონიო
                                    გონიო
                                 დინამო-2 თბ
                                    დინამო-2 თბ
                                 
  
             
 
 
