დაიწყო კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მერვე ტური. ლიდერების შეხვედრა, დინამო ბათუმსა და დინამო თბილისს შორის ფრედ დასრულდა. დინამოებს თანაბარი ქულები აქვთ. მესამეზე კი ქუთაისის ტორპედოა, რომელმაც ქობულეთის შუქურას მოუგო.
პრინციპული და დაძაბული მატჩი ბათუმში. ბოლო ორი სეზონის ჩემპიონების შეხვედრა... 24-ე წუთისთვის მასპინძლები ორი ბურთის სხვაობით იგებდნენ. ჯერ პაატა ღუდუშაურმა გაიტანა დამატებაზე, როცა დავით კერესელიძეს გაუვარდა ბურთი ხელიდან - 1:0;
მერე კი ჯოვინო ფლამარიონმა რთული სიტუაციიდან ტექნიკურად დაატრიალა ბურთი და სეზონში მეექვსე გოლი მიითვალა. შარშანდელი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ამ სეზონშიც პირველზეა გოლების რაოდენობით.
პირველი ტაიმის ბოლოს თბილისელთა შემტევმა ულად-ომარ იმრანმა დაბალ კუთხეში დარტყმით შეამცირა სხვაობა - 2:1. ამას მოჰყვა ბათუმელთა საყრდენის სანდრო ალთუნაშვილის გაძევება: მეორე გაფრთხილება მიიღო. ზოგადად, ამ მატჩში მოქმედებდა ვიდეოგამეორების (VAR) სისტემა.
მეორე ტაიმში დინამო თბილისმა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა. 76-ე წუთზე გუნდის კაპიტანმა დავით სხირტლაძემ ტექნიკურად შეასრულა დარტყმა - 2:2.
დინამოებს 20-20 ქულა აქვთ. ორივენი წაუგებლად მიდიან.
ქუთაისის ტორპედომ ბათუმის ანგისაზე 2:0 მოუგო ქობულეთის შუქურას. პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე ცოტნე ნადარაიამ გახსნა ანგარიში, ხოლო შეხვედრის ბოლოს ირაკლი ბუღრიძემ ზუსტი დარტყმით დაასრულა კონტრშეტევა.
ქუთაისელებს ამ სეზონში უკვე ხუთი გოლგაუშვებელი მატჩი მოუგროვდათ.
ტორპედო 15 ქულით მესამე ადგილზეა. შუქურა კი ჯერჯერობით მეშვიდეზეა: ერთადერთი გუნდია, რომელსაც ფრედ არ უთამაშია, ორჯერ მოიგო და ექვსჯერ წააგო.
რუსთავი
იბერია 1999
დილა
ტორპედო
სპაერი
დინამო თბ
მეშახტე
გაგრა
სამგურალი
დინამო ბთ
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
თელავი
ოდიში 1919
არაგვი
სიონი
კოლხეთი 1913
გორი
სამტრედია