კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეშვიდე ტურის დარჩენილი ორი მატჩი გაიმართა. გაგრასა და დილას დაპირისპირებაში გოლი არ გასულა, სამგურალმა კი საბურთალოს სძლია...
გაგრამ მიმდინარე სეზონში მეორე ქულა აიღო, თუმცა ჯერ ისევ ბოლო ადგილზეა. დილამ კი ზედიზედ მეოთხე მატჩი ჩაატარა გოლგაუშვებლად.
მასპინძლებმა თითქმის მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლულებმა ჩაატარეს: არბიტრმა ალეკო აფციაურმა თორნიკე ოქრიაშვილი გააძევა. გაგრელთა ათიანმა მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა... მიიჩნევდა, რომ აფციაურს მასზე წესების დარღვევა უნდა დაეფიქსირებინა.
დილას ჰქონდა უპირატესობა, მაგრამ საბოლოოდ - 0:0.
წყალტუბოელებს ბოლო სამ ტურში გოლი არ ჰქონდათ გატანილი, ამჯერად კი ორჯერ გაიტანეს და თამაშიც მოიგეს: საბურთალოსთან 2:1.
სამივე ბურთი მეორე ტაიმში გავიდა. ჯერ მცველმა დავით მაისაშვილმა თავურით, მერე კი ფორვარდმა გიორგი ნიქაბაძემ კონტრშეტევაზე.
საბურთალომ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ერთი ბურთით შეამცირა სხვაობა: ლუკა სილაგაძემ მშვენივრად შეასრულა საჯარიმო დარტყმა. მანამდე, 91-ე წუთზე საბურთალოელებს მცველი გია ჩადუნელი გაუძევეს.
ორივე გუნდი ცხრილის შუაშია, სამგურალი მეხუთე ადგილზე, ხოლო საბურთალო ერთი საფეხურით ქვემოთ.
მატჩზე მოქმედებდა ვიდეოგამეორების (VAR) სისტემა.
იბერია 1999
დილა
ტორპედო
დინამო თბ
სამგურალი
დინამო ბთ
გაგრა
გარეჯი
თელავი
კოლხეთი 1913
რუსთავი
სპაერი
მერანი მრ
მეშახტე
სამტრედია
ლოკომოტივი
იბერია 1999-2
სიონი
გონიო
დინამო-2 თბ