დასრულდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 34-ე ტური. დინამო ბათუმმა შინ 1:2 წააგო წყალტუბოს სამგურალთან და საჩემპიონო შანსი შეუმცირდა, ხოლო გორის დილამ 1:0 მოუგო ლოკომოტივს.
სავსე ტრიბუნები, მშვენიერი ატმოსფერო... ბათუმელებს რომ მოეგოთ, პირველ ადგილზე გადავიდოდნენ, მაგრამ სამგურალთან წააგეს და ახლა 3 ქულით ჩამორჩებიან ლიდერ დინამო თბილისს. სამგურალი მესამეზეა და ევროტურნირებზე გასასვლელად იბრძვის.
პირველ ტაიმში ანგარიში თავური დარტყმით გახსნა სტუმართა მცველმა ომარ პატარკაციშვილმა, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში გიორგი ნიქაბაძემ დაასრულა კონტრშტევა გოლით - 0:2. ნიქაბაძე შარშან და შარშანწინ დინამო ბათუმში თამაშობდა...
წყალტუბოელთა ორივე გოლი ჯეფერსონ ჯერალდოს პასით გავიდა. ბრაზილიელს 12 საგოლე პასი აქვს და მიმდინარე ლიგაში ლიდერია ამ მაჩვენებლით.
ბათუმელებმა 84-ე წუთზე შეამცირეს სხვაობა, კერძოდ, გიორგი ზარიამ გაიტანა შორიდან მოულოდნელი დარტყმით. ზარიას სადებიუტო გოლია ამ სეზონში. საბოლოოდ 1:2.
მატჩის დროს მოქმედებდა VAR-ის სისტემა: ვიდეო მსაჯი იყო ირაკლი კვირიკაშვილი, მისი ასისტენტი კი დავით ახვლედიანი.
დილამ ბრაზილიელი ალეფ სანტოსის ლამაზი გოლით სძლია აუტსაიდერ ლოკომოტივს.
დილამ ზედიზედ მესამედ მოიგო, მაგრამ მეოთხე ადგილზე დარჩა: ერთი ქულით ჩამორჩება სამგურალს. გორელები მესამეზე გასასვლელად იბრძვიან.
იბერია 1999
დილა
ტორპედო
დინამო თბ
სამგურალი
დინამო ბთ
გაგრა
გარეჯი
თელავი
კოლხეთი 1913
რუსთავი
სპაერი
მეშახტე
მერანი მრ
სამტრედია
ლოკომოტივი
იბერია 1999-2
სიონი
გონიო
დინამო-2 თბ