კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 34-ე ტურის კიდევ ორი მატჩი გაიმართა. ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფმა გუნდებმა მოიგეს: სიონმა ბოლნისში 1:0 მოუგო საბურთალოს, ხოლო გაგრამ ზესტაფონის სტადიონზე ტორპედოს სძლია - 1:0.
სიონს 25 აგვისტოს შემდეგ არ ჰქონდა მოგებული. ახლა 11-მატჩიანი სერია დაასრულა და საბურთალოს 1:0 სძლია. ბოლნისელთა მწვრთნელის რანგში დებიუტი ჰქონდა გიორგი ჭელიძეს.
გოლი 77-ე წუთზე ლუკა ჩაგანავამ გაიტანა. ეს 18 წლის ნახევარმცველის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
სიონი მეცხრე ადგილზე დარჩა, თუმცა შანსი აქვს, რომ მეშვიდეზე გავიდეს და პლეი-ოფი თავიდან აიცილოს. საბურთალომ კი ზედიზედ მეოთხედ წააგო და მეექვსე საფეხურზეა.
ერთადერთი გოლი 65-ე წუთზე გავიდა. გაგრამ თემურ შონიას გატანილით მოუგო ტორპედოს. შონიასთვის ეს მეექვსე გოლია მიმდინარე სეზონში და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.
მანამდე, პირველი ტაიმის ბოლოს ტორპედომ პენალტი ვერ გამოიყენა, კერძოდ, მათე ცინცაძის დარტყმული მოიგერია მეკარე ოლექსანდრ ვორობეიმ.
და კიდევ, მოქმედებდა VAR-ის სისტემა. ვიდეო მსაჯი იყო ალეკო აფციაური, ხოლო ვიდეო მსაჯის ასისტენტი - ჯენერი ხორავა.
გაგრამ ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა და მეშვიდე ადგილზე გადავიდა: ერთი ქულით გაუსწრო თელავს. რაც შეეხება ტორპედოს, მეხუთე პოზიციაზე დარჩა და პლუს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი აქვს სათამაშო ლოკომოტივი 2-თან.
 იბერია 1999
                                    იბერია 1999
                                 დილა
                                    დილა
                                 ტორპედო
                                    ტორპედო
                                 დინამო თბ
                                    დინამო თბ
                                 სამგურალი
                                    სამგურალი
                                 დინამო ბთ
                                    დინამო ბთ
                                 გაგრა
                                    გაგრა
                                 გარეჯი
                                    გარეჯი
                                 თელავი
                                    თელავი
                                 კოლხეთი 1913
                                    კოლხეთი 1913
                                 რუსთავი
                                    რუსთავი
                                 სპაერი
                                    სპაერი
                                 მეშახტე
                                    მეშახტე
                                 მერანი მრ
                                    მერანი მრ
                                 სამტრედია
                                    სამტრედია
                                 ლოკომოტივი
                                    ლოკომოტივი
                                 იბერია 1999-2
                                    იბერია 1999-2
                                 სიონი
                                    სიონი
                                 გონიო
                                    გონიო
                                 დინამო-2 თბ
                                    დინამო-2 თბ
                                 
  
             
 
