კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 33-ე ტური დაიწყო. ერთი შეხვედრა გაიმართა. ცხრილიდან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობის მატჩი იყო: დინამო არენაზე გაგრამ 2:1 მოუგო ბოლნისის სიონს...
გუნდებს ამ ტურამდე თანაბარი ქულები ჰქონდათ და მერვე-მეცხრე ადგილზე იყვნენ. ახლა კი გაგრამ 2:1 მოუგო სიონს.
34-ე წუთზე გაგრა 10 კაცით დარჩა. არბიტრმა ბაკურ ნინუამ ნოდარ ლომინაძე გააძევა VAR-ის მეშვეობით. დიახ, ამ ტურშიც მოქმედებდა VAR-ის სისტემა, ვიდეო მსაჯი გახლდათ გიორგი ავაზაშვილი, ვიდეო მსაჯის ასისტენტი კი - დავით ახვლედიანი.
და სწორედ კაცნაკლულმა გაგრამ მოახერხა ორივე გოლის გატანა. პირველი ტაიმის ბოლოს თამაზ მაქაცარიამ თავურით გახსნა ანგარიში. მეორე ნახევრის დასაწყისში კი გიორგი ქობულაძის პასს მოჰყვა გიორგი ლომთაძის გოლი... ეს ლომთაძის სადებიუტო გოლია გაგრაში.
სიონმა 54-ე წუთზე ერთი ბურთით შეამცირა სხვაობა: ნიკა ხორხელმა მიმდინარე სეზონში მეცხრე ბურთი გაიტანა. საინტერესოა, რომ ამ ცხრიდან ოთხი სწორედ გაგრას გაუტანა.
68-ე წუთზე სიონიც 10 კაცით დარჩა, რადგან დავით ზურაბიანს მეორე გაფრთხილება მისცეს.
გაგრა მერვე ადგილზეა და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება მეშვიდეზე მყოფ თელავს, თუმცა კახეთის გუნდს ამ ტურში ჯერ სათამაშო აქვს. მეცხრეადგილოსან სიონს კი ცუდი სერია აქვს: ბოლო 4 მატჩი წააგო.
იბერია 1999
დილა
რუსთავი
ტორპედო
სპაერი
დინამო თბ
მეშახტე
გაგრა
სამგურალი
დინამო ბთ
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
თელავი
ოდიში 1919
არაგვი
სიონი
კოლხეთი 1913
გორი
სამტრედია