გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურის სამი მატჩი. ორივე დინამომ მოიგო და საჩემპიონო რბოლაში ისევ ორქულიანი სხვაობაა: თბილისელები ბათუმელებს უსწრებენ. იმარჯვა ტორპედომაც, რომელმაც 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
დინამო თბილისი საბურთალოსთან დერბიში აგებდა, მაგრამ 3:1 გაიმარჯვა და ლიდერად დარჩა.
პირველი ტაიმის შუაში გავიდა ორი გოლი. ჯერ ირაკლი სიხარულიძემ თავურით დააწინაურა საბურთალო და თავისთვის სეზონში მე-12 გოლი მიითვალა; მალევე უსმანე კამარამ გაათანაბრა ლამაზი კომბინაციის შემდეგ - 1:1.
მეორე ტაიმის პირველ წუთებზე კამარამ საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით წინ გაიყვანა დინამოელები... 57-ე წუთზე კი გიორგი მოისწრაფიშვილმა კარგად დაამუშავა ბურთი, წინ გამოსულ მეკარეს დაასწრო და 3:1 გახადა ანგარიში.
მოისწრაფიშვილის გოლამდე ერთი წუთით ადრე საბურთალო 10 კაცით დარჩა, რადგან გურამ გოშთელიანმა რამდენიმეწამიან მონაკვეთში ორი გაფრთხილება მიიღო და გააძევეს: ჯერ არბიტრის ასისტენტის გადაწყვეტილება გააპროტესტა, მერე კი მთავარი არბიტრის.
საბურთალო მეექვსე ადგილზეა. შეგახსენებთ, დინამო თბილისი და საბურთალოც საქართველოს თასის ნახევარფინალში არიან გასულები. ანუ თემურ შალამბერიძის გუნდს თასის გზიდანაც შეუძლია ევროტურნირებზე გასვლა.
და კიდევ, ამ მატჩზე მოქმედებდა VAR-ის სისტემა. ვიდეო მსაჯი გახლდათ ირაკლი კვირიკაშვილი, ხოლო ასისტენტი - დავით ჩიგოგიძე.
დინამო ბათუმმა ექვსგოლიან შეხვედრაში სძლია აუტსაიდერ ლოკომოტივს - 4:2. ბათუმელები მეორე ადგილზე არიან და ორი ქულით ჩამორჩებიან ლიდერ დინამო თბილისს.
პირველი ბურთი ჯოვინო ფლამარიონმა გაიტანა გამოზომილი დარტყმით. ეს ფლამარიონის მე-17 გოლია მიმდინარე ლიგაში და ჯერჯერობით ბომბარდირთა დავაში პირველია. 4 გოლით უსწრებს სამგურალის შემტევ ირაკლი რუხაძეს. პირველივე ტაიმში ვლადიმერ მამუჩაშვილმა პენალტი გამოიყენა და 2:0...
მეორე ტაიმის პირველივე წუთებზე ლოკომოტივმა სხვაობა შეამცირა, კერძოდ, კახა კახაბრიშვილმა შორიდან ლამაზი დარტყმით გაიტანა.
65-ე წუთზე ბათუმელთა საყრდენმა ბენჟამინ ტეიდმა თავურით ისევ ორბურთიანი გახადა სხვაობა. შემდეგ ლოკოს მცველ გიორგი პირტახიას საკუთარ კარში აეჭრა ბურთი და 4:1... და ბოლო წუთებზე თბილისელთა ნახევარმცველმა გიორგი დიასამიძემ გაიტანა - 4:2. ეს დიასამიძის პირველი გოლია მიმდინარე სეზონში.
ქუთაისელებმა ზესტაფონის სტადიონზე 1:0 მოუგეს თელავს და მეოთხე ადგილზე არიან. პლუს, ტორპედო თასის ნახევარფინალშიცაა. სათასო წყვილებსაც შეგახსენებთ: 2 ნოემბერს ტორპედო დინამო თბილისს უმასპინძლებს, ხოლო ლოკომოტივი-2 საბურთალოს ეთამაშება.
ერთადერთი გოლი 25-ე წუთზე გავიდა: ირაკლი ბუღრიძის აქტიურობას მოჰყვა თელაველთა საყრდენის, სტრაჰინია პავიშიჩის ავტოგოლი. თელაველები მეშვიდე ადგილზე რჩებიან.
 იბერია 1999
                                    იბერია 1999
                                 დილა
                                    დილა
                                 ტორპედო
                                    ტორპედო
                                 დინამო თბ
                                    დინამო თბ
                                 სამგურალი
                                    სამგურალი
                                 დინამო ბთ
                                    დინამო ბთ
                                 გაგრა
                                    გაგრა
                                 გარეჯი
                                    გარეჯი
                                 თელავი
                                    თელავი
                                 კოლხეთი 1913
                                    კოლხეთი 1913
                                 რუსთავი
                                    რუსთავი
                                 სპაერი
                                    სპაერი
                                 მეშახტე
                                    მეშახტე
                                 მერანი მრ
                                    მერანი მრ
                                 სამტრედია
                                    სამტრედია
                                 ლოკომოტივი
                                    ლოკომოტივი
                                 იბერია 1999-2
                                    იბერია 1999-2
                                 სიონი
                                    სიონი
                                 გონიო
                                    გონიო
                                 დინამო-2 თბ
                                    დინამო-2 თბ
                                 
  
             
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
