გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურის ბოლო ორი მატჩი: ორივე მასპიძლებმა მოიგეს მინიმალური სხვაობით. სამგურალმა მესამე ადგილი გაიმყარა, თელავმა კი თითქმის ექვსქულიანი თამაში მოიგო.
წყალტუბოს სამგურალი შინ ბოლნისის სიონთან აგებდა, მაგრამ 2:1 დაამარცხა. სამგურალი 5-ქულიანი ჰანდიკაპითაა მესამე ადგილზე, ხოლო სიონი მერვე ადგილზე დარჩა.
სიონი ლუკა ასათიანის თავურით დაწინაურდა, 68-ე წუთზე სამგურალის შემტევმა ირაკლი რუხაძემ გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ისევ რუხაძემ პენალტით მოაგებინა წყალტუბოელებს. პენალტი ბრაზილიელმა ჯეფერსონ ჯერალდომ მოიპოვა.
რუხაძეს ამ დუბლით 13 გოლი მოუგროვდა მიმდინარე სეზონში, ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა და 3 გოლით ჩამორჩება ბათუმელთა შემტევ ჯოვინო ფლამარიონს.
თელავმა ილია ბერიაშვილის გოლით 1:0 მოუგო გაგრას და მეშვიდე ადგილზე დარჩა, ხოლო გაგრა ისევ ბოლოსწინა, მეცხრე საფეხურზეა.
გაგრა მე-5 წუთიდან 10 კაცით თამაშობდა ვასილ ხოსიტაშვილის გაძევების გამო.
სხვათა შორის, ჩემპიონატში თელავს 26 ივნისის მერე არ ჰქონდა მოგებული. 11 ტურის განმავლობაში... და ახლა გატეხა ნავსი.
იბერია 1999
რუსთავი
დილა
ტორპედო
სპაერი
დინამო თბ
სამგურალი
გაგრა
მეშახტე
დინამო ბთ
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
ოდიში 1919
თელავი
სიონი
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი