გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტურის დარჩენილი ორი მატჩი. წყალტუბოს სამგურალმა ლიდერ დინამო ბათუმს 3:0 მოუგო და შესაბამისად, ჩემპიონობისთვის ბრძოლა უფრო დაიძაბება. ქუთაისის ტორპედომ კი სტუმრად 2:0 სძლია გაგრას...
ზაფხულის შესვენების შემდეგ სამგურალს 4 ტურში მოგება არ ჰქონდა და ნავსი ასე გატეხა: ლიდერი დინამო ბათუმი დიდი ანგარიშით დაამარცხა - 3:0.
მე-9 წუთზე დემურ ჩიხლაძემ შორიდან დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა; პირველ ტაიმშივე ჩიხლაძის კარგ პასს მოჰყვა ჯეფერსონ ჯერალდოს გოლი და ანგარიში 2:0 გახდა. მეორე ნახევარში კი მიხეილ ბაშელეიშვილმა ირაკლი რუხაძის გარღვევასა და პასს მიაყოლა ზუსტი დარტყმა - 3:0.
ახლა ბათუმელები 4 ქულითღა უსწრებენ მეორეადგილოსან დინამო თბილისს. წყალტუბოელები კი მესამეზე არიან.
გაგრამ თბილისის დინამო არენაზე 0:2 წააგო ტორპედოსთან. მე-4 წუთზე გიული მანჯგალაძემ გახსნა ანგარიში. მანჯგალაძემ წინა ტურშიც გაიტანა... მეორე ბურთი კი მსაჯის დამატებულ წუთებზე გიორგი არაბიძემ მიითვალა შორიდან ტექნიკური დარტყმით. ეს არაბიძის მესამე გოლია მიმდინარე სეზონში.
ტორპედომ მეხუთე ადგილი გაიმყარა. გუნდმა ბოლო 6 შეხვედრაში 5 მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა.
რაც შეეხება გაგრას, მეცხრე საფეხურზე დარჩა. სხვათა შორის, გაგრას ამ ტურამდე 6-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, ოღონდ ამ ექვსიდან ხუთჯერ ფრე ითამაშა...
რუსთავი
იბერია 1999
დილა
ტორპედო
სპაერი
დინამო თბ
მეშახტე
გაგრა
სამგურალი
დინამო ბთ
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
თელავი
ოდიში 1919
არაგვი
სიონი
კოლხეთი 1913
გორი
სამტრედია