კალენდარი

პარასკევი, 19 აპრილი

შაბათი, 20 აპრილი

კვირა, 21 აპრილი

პარასკევი, 26 აპრილი

შაბათი, 27 აპრილი

ახალი ამბები

ლიდერმა ბრძოლაში მოიგო, ტორპედომ აუტსაიდერს აჯობა, გაგრა-თელავი ფრედ დასრულდა

გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 22-ე ტურის დარჩენილი სამი მატჩი. სამივე დაძაბული გამოდგა. ლიდერმა დინამო ბათუმმა ზედიზედ მეექვსე თამაში მოიგო...

დინამო ბთ 3:2 საბურთალო 

ლიდერმა ბათუმელებმა 3:2 მოუგეს საბურთალოს. გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი ისევ 9-ქულიანი ჰანდიკაპითაა პირველ ადგილზე. ეს მათი ზედიზედ მეექვსე გამარჯვებაა ჩემპიონატში. საბურთალო კი მეხუთე საფეხურზეა და ტორპედო გაუთანაბრდა ქულებით.

დინამო ბათუმი მილან რადინმა დააწინაურა თავურით. სერბმა წინა ტურშიც გაიტანა... მეორე ბურთი ჯამბულ ჯიღაურმა მიითვალა მეკარესთან პირისპირ გასვლისას და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე გიორგი გოჩოლეიშვილმა შორიდან დარტყმით შეამცირა სხვაობა (2:1).

71-ე წუთზე ირაკლი ბიძინაშვილმა ბათუმელები ისევ ორი ბურთით დააწინაურა, ხოლო 5 წუთში საბურთალოელმა იური ტაბატაძემ პენალტი გამოიყენა და 3:2.

 

გაგრა 1:1 თელავი 

გაგრამ თბილისის დინამო არენაზე 1:1 ითამაშა თელავთან. გაგრა იგებდა ვასილ ხოსიტაშვილის შორიდან გატანილით. ეს ხოსიტაშვილის მეორე გოლია სეზონში და პირველიც თელავს გაუტანა...

სტუმართაგან კი შეცვლაზე შესულმა გურამ ყაველაშვილმა გაათანაბრა 83-ე წუთზე. ეს ყაველაშვილის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. და სხვათა შორის ზოგადად დებიუტი ჰქონდა 21 წლის ფორვარდს. ამ ზაფხულს ლიგა 2-ის კლუბ რუსთავიდან გადავიდა კახეთის გუნდში.

თელავი მეშვიდე ადგილზეა, ხოლო გაგრა მერვეზე. მათ შორის სხვაობა 4 ქულაა.

ტორპედო 3:1 ლოკომოტივი

ქუთაისის ტორპედომ ზესტაფონის დავით აბაშიძის სტადიონზე უმასპინძლა აუტსაიდერ ლოკომოტივს და 3:1 გაიმარჯვა. ჯერ ლოკო იგებდა ანდრო გიორგაძის გატანილით, მაგრამ მალე ლაშა შერგელაშვილმა გაათანაბრა.

მეორე ტაიმში კი დუბლი შეასრულა გიორგი კუხიანიძემ. ორივეჯერ კარგი კომბინაციის შედეგად. კუხიანიძეს მიმდინარე ლიგაში 8 გოლი მოუგროვდა და საინტერესოა, რომ აქედან 5 ლოკომოტივს გაუტანა...

ტორპედო მეექვსე ადგილზეა. გუნდმა ზედიზედ მესამე თამაში მოიგო. რაც შეეხება ლოკომოტივს, 22 ტურში 3 ქულა აქვს.