კრისტალბეთ ეროვნული ლიგა ექვსკვირიანი შესვენების მერე განახლდა. 21-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა: ერთი თბილისის დინამო არენაზე, ერთიც თელავში.
თელავმა კავკასიონი არენაზე უმასპინძლა წყალტუბოს სამგურალს და 1:1 ითამაშა. პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე წყალტუბოელები გავიდნენ წინ: ჯეფერსონ ჯერალდომ საჯარიმო შეასრულა, ბურთი ყველას ასცდა და თელაველთა საყრდენმა სტრაჰინია პავიშიჩმა საკუთარ კარში გაიტანა... მეორე ტაიმში კი მასპინძელთა 19 წლის ფორვარდმა გიორგი კვერნაძემ ახლოდან ზუსტად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა.
თელავს ყველაზე მეტი ფრე აქვს - 8. გუნდი მეექვსე ადგილზეა. აი, სამგურალი კი მესამეზეა.
დინამო თბილისმა ბოლნისის სიონს 3:1 სძლია. 65-ე წუთამდე ტაბლოზე ნულები ენთო და პირველი გოლი გაიტანა გიორგი მოისწრაფიშვილმა, რომელიც გიორგი ჭიაბრიშვილმა შეცვლაზე შეიყვანა. მალე სიონმა გაათანაბრა მცველ თემურ ბექაურის თავურით.
77-ე წუთი აღმოჩნდა გადამწყვეტი, როცა გიორგი გაბედავამ ძლიერი დარტყმით წინ გაიყვანა დინამო, რასაც მალევე მოჰყვა ლამაზი კომბინაცია, დავით სხირტლაძის კარგი პასი და უსმანე კამარას გოლი - 3:1.
საინტერესოა, რომ მოისწრაფიშვილის მსგავსად, გაბედავა, კამარა და სხირტლაძეც შეცვლაზე შევიდნენ.
ზოგადად, დინამოს ძალიან ბევრი მომენტი ჰქონდა და ოთხჯერ მოარტყა ბურთი ძელს, სიონის მეკარე ლევან ისიანმაც რამდენჯერმე ურთულესი ბურთი მოიგერია.
დინამო თბილისი მეორე ადგილზეა და ჯერჯერობით 6 ქულით ჩამორჩება ლიდერ დინამო ბათუმს. სიონი კი მერვეზეა.
იბერია 1999
დილა
ტორპედო
დინამო თბ
სამგურალი
დინამო ბთ
გაგრა
გარეჯი
თელავი
კოლხეთი 1913
რუსთავი
სპაერი
მეშახტე
მერანი მრ
სამტრედია
ლოკომოტივი
იბერია 1999-2
სიონი
გონიო
დინამო-2 თბ