მე-19 ტურის ბოლო მატჩში თბილისის ლოკომოტივმა თელავს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. ლოკომოტივს 18 წაგება დაუგროვდა...
საგურამოში გამართულ შეხვედრაში ლოკომოტივმა 0:2 წააგო თელავთან. ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა და ორივეჯერ დაჩი ფოფხაძის ავტოგოლი ვნახეთ. ლოკომოტივის 38 წლის მცველს ჯერ შორიდან დარტყმული ბურთი მოხვდა და მიმართულება შეიცვალა - ასე გაიხსნა ანგარიში; მერე კი ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი აეჭრა კარში.
ლოკომოტივს 19 ტურში მხოლოდ 3 ქულა აქვს. თელავი კი 24 ქულით მეექვსე პოზიციაზეა. კახეთის გუნდმა 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
რუსთავი
დინამო თბ
იბერია 1999
დინამო ბთ
ტორპედო
სამგურალი
დილა
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
სიონი
მერანი მრ
არაგვი
სამტრედია
ოდიში 1919
გორი
კოლხეთი 1913