დასრულდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრე... გაიმართა მე-18 ტურის დარჩენილი ორი მატჩი. ისე მოხდა, რომ ამ ტურში ყველა თამაში მასპინძლებმა მოიგეს.
მოქმედმა ჩემპიონმა დინამო ბათუმმა დამაჯერებელი ანგარიშით მოუგო ქუთაისის ტორპედოს - 4:0. ვლადიმერ მამუჩაშვილმა დუბლი შეასრულა. მან ჯერ საჯარიმო შეასრულა მშვენივრად, მერე კი პენალტი გამოიყენა. ბრაზილიელმა ჯოვინო ფლამარიონმა ასევე პენალტით მიითვალა გოლი, ბოლოს კი თორნიკე გაფრინდაშვილმა გაიტანა.
ფლამარიონი უფრო წინ წავიდა ბომბარდირთა დავაში. 11 გოლი მოუგროვდა და 3 ბურთით უსწრებს მეორე-მესამეზე მყოფებს - ხვიჩა კვარაცხელიასა და ირაკლი სიხარულიძეს.
დინამო ბათუმი ლიდერია და 6 ქულით უსწრებს მეორეადგილოსან დინამო თბილისს. ტორპედო კი მეშვიდე ადგილზეა.
საბურთალომ 1:0 მოუგო თელავს და ხასიათი გამოიკეთა: საბურთალოელებს ზედიზედ 3 მატჩი ჰქონდათ წაგებული.
ერთადერთი გოლი 67-ე წუთზე ხორვატმა ბენედიკ მიოჩიმ გაიტანა, რომელიც მხოლოდ 3 წუთის შესული იყო მინდორზე. ეს მიოჩის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
საბურთალოელები მეხუთე ადგილზე არიან. თელავს 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და მეექვსეზეა.
იბერია 1999
რუსთავი
დილა
ტორპედო
სპაერი
დინამო თბ
სამგურალი
გაგრა
მეშახტე
დინამო ბთ
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
ოდიში 1919
თელავი
სიონი
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი